გიორგი გახარია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა

გიორგი გახარია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა

access_time2021-02-08 14:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ივანე ჯავახიშვილისა და პირველი რექტორის - პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას და მათი საფლავები თაიგულით შეამკო.



პრემიერმა უნივერსიტეტის დაარსების 103 წლისთავი მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა უნივერსიტეტელს და აღნიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა.



გიორგი გახარია, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ასევე გაეცნო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის მეთაურმა ე.წ ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები დაათვალიერა. 10 ჭკვიანი დაფა (ე.წ. სმარტ ბორდი), რაც დისტანციური სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის გამოიყენება, ყველა სასწავლო კორპუსში განთავსდა და ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად ფონდმა „ქართუ გადასცა.




უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე განხორციელდა შენობის გამაგრების სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპზე კი ეწყობა სახანძრო და გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. სულ რემონტდება 25 000 კვ.მ. ფართობი.



სარემონტო სამუშაოები, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ ჯამში 27 მილიონი ლარით დააფინანსა, მიმდინარე წელს დასრულდება.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული. 2023 წლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი, ისტორიული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის 10 მილიონი აშშ დოლარით ფონდმა „ქართუმ დააფინანსა. სარემონტო სამუშაოებისას, რომელიც 2008-2011 წლებში მიმდინარეობდა, პირველი კორპუსში შეიცვალა სახურავი, გადახურვა და ფანჯრები, წყლის სისტემები, დამონტაჟდა გათბობის სისტემები, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, განათებები, დამონტაჟდა ლიფტი, ფასადს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. თსუ-ს პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში, სააქტო და საგამოფენო დარბაზებში მოეწყო კონდიცირების სისტემები, ასევე - კეთილმოეწყო შიდა ეზო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up