დამატებული თანხების 50%-ზე მეტი ჯანდაცვის მიმართულებით იხარჯება, რომელ საარჩევნო პროგრამებზე საუბრობთ? - გიორგი კაკაურიძე რომან გოცირიძეს

დამატებული თანხების 50%-ზე მეტი ჯანდაცვის მიმართულებით იხარჯება, რომელ საარჩევნო პროგრამებზე საუბრობთ? - გიორგი კაკაურიძე რომან გოცირიძეს

access_time2021-07-15 17:00:00

დამატებული თანხების 50%-ზე მეტი ჯანდაცვის მიმართულებით იხარჯება, რომელ საარჩევნო პროგრამებზე საუბრობთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას დეპუტატ რომან გოცირიძის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასული წლის ბოლოს, ბიუჯეტის მიღების დროს, ძალიან ძნელი იყო ამგვარი ხარჯების წინასწარ განსაზღვრა.


„ბატონმა რომანმა თავის გამოსვლაში თქვა: „შეინახეთ ფული და საარჩევნოდ ახლა გეგმავთ დახარჯვასო“. დამეთანხმებით, გაცილებით მარტივი იქნებოდა ეს ფული წინასწარ გვცოდნოდა და მაშინ თავიდანვე ჩავდებთ საარჩევნო პროგრამებში... სწორედ იმიტომ, რომ რესურსი არ ვიცოდით და ძალიან ძნელი იყო ასეთი ხარკების განსაზღვრა წინასწარ, ვერ ხერხდებოდა ბიუჯეტში ამ რესურსების დაგეგმვა. ეს რესურსები არა საარჩევნო პროგრამებზე მიდის, არამედ დამატებითი თანხების 50%-ზე მეტს მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით ვხარჯავთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.


მან ასევე ისაუბრა პრივატიზაციიდან დამატებით მისაღებ 200 მლნ ლარზე.



„დაისვა კითხვა - რატომ არ ვიცოდით, რომ პრივატიზაციიდან მისაღებ შემოსავალს დამატებით 200 მლნ ლარით გაზრდიდითო. ხომ აბსურდია, გასული წლის ნოემბერში გვესაუბრა პრივატიზაციის ასეთ გეგმაზე? შევხედოთ 2018 და 2019 წლებს. 200 მლნ ლარის ფარგლებში იყო პრივატიზაცია მუდამ. წელს ვიძახით რომ 480 მლნ ლარის პრივატიზაცია უნდა გვქონდეს და თქვენ გვეუბნებით - როგორ არ იცოდით ეს წინასწარო. ჯერ კიდევ წლის პირველ კვარტალში გამოტანილი აუქციონები იშლებოდა, იმიტომ, რომ გაურკვევლობა იყო ეკონომიკაში. ასეთ დროს არავინ არ დებს ფულს აქტივების შეძენაში, პირიქით, ყველა ცდილობს რისკიანი აქტივები მოიშოროს. ბატონ რომანს თუ შეუძლია ამაზე მეტი პრივატიზაცია განახორციელოს და 500 მლნ ლარის კი არა მილიარდის პრივატიზაცია გააკეთოს, ყველას გაგვიხარდება, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს გეგმა არის ძალიან ამბიციური, არ არის მარტივი შესასრულებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო ყველაფერს გააკეთებენ რომ ეს გაზრდილი მაჩვენებლები შესრულდეს“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.


მან ასევე განმარტა სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დივიდენდის საკითხი.


„სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაში სესხის დაფარვა, რაც გრაფიკითაა გაწერილი, რა თქმა უნდა, გაწერილი იყო ბიუჯეტში, მაგრამ ის, რომ კომპანია წინმსწრებით დაფარავდა ვალდებულებებს არ გვქონდა გათვალისწინებული და ის, რომ საწარმოს წინმსწრებით შეუძლია თანხის დაფარვა მეტყველებს ამ კომპანიის გაჯანსაღებაზე, რადგან მას შეუძლია თანხების მოზიდვა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებების წინმსწრებად დაფარვა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up