გიორგი კაკაურიძე - მებაჟეებმა გარკვეული აპარატურის და სურსათის რუსეთში გატანის არაერთი მცდელობა აღკვეთეს

გიორგი კაკაურიძე - მებაჟეებმა გარკვეული აპარატურის და სურსათის რუსეთში გატანის არაერთი მცდელობა აღკვეთეს

access_time2022-06-16 17:30:00

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ქართველმა მებაჟე-ოფიცრებმა გარკვეული აპარატურის და სურსათის რუსეთში გატანის არაერთი მცდელობა აღკვეთეს.


ამასთან, მისი თქმით, არც ერთ ქვეყანას კონტრაბანდის დაკეტვის 100%-იანი საშუალება არ აქვს.


„ყოველდღიურ რეჟიმში ხდება რისკების მართვის მოდულების დამუშავება, გამომდინარე იქიდან, თუ რა რისკები არსებობს. ვინაიდან იყო რისკები იმისა, რომ ეს პროდუქტი, რომელიც დასანქცირებულია სხვადასხვა ქვეყნის მიერ, მოხვედრილიყო რუსეთის ტერიტორიაზე, ჩაშენებულია შესაბამის მოდულში. როდესაც ამ პროდუქტის ექსპორტი ან ტრანზიტი ხდება, ვიკვლევთ საიდან მოხვდა ის საქართველოს ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ როგორც მაგალითად, პირობითად, ნარკოტიკული საშუალება, სამართლებრივად აკრძალული ნივთიერება მოხვედრილიყო რომელიმე ქვეყნიდან რომელიმე ქვეყანაში, არა მარტო ომის პერიოდში, ყოველთვის ხდება, გამორიცხვა, რომ შეუძლებელია კონტრაბანდული გზით რამე მოხვდეს ან ჩვენგან ან ჩვენი ქვეყნის გავლის გარეშე რუსეთში, ამას ვერ გადააზღვევს ვერავინ. თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთში ასეთი ბევრი პროდუქტი შედის, მაშინ კარგი იქნება, თუ ამას შესაბამის ორგანოებს, საბაჟო სამსახურს მიაწვდით. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. მე მაქვს ინფორმაცია, რა გააკეთა საბაჟო სამსახურმა და რა პროდუქტის გადატანის საშუალება არ მისცა. ეს ყოველდღიურად და ხშირად ხდებოდა, განსაკუთრებით თავდაპირველ პერიოდში. რა თქმა უნდა, გადატანის მცდელობა იყო და აღკვეთეს, მათ შორის მახსოვს იყო გარკვეული აპარატურის, სურსათის გადატანის მცდელობა, რომელიც იყო ევროპაში წარმოებული“, - განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა: „ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკავშირში და აკრძალულია, რომ ის არ უნდა შევიდეს რუსეთში, ყველა კონტროლდება“.


ამასთან, კითხვაზე - ამოწმებთ თუ არა ყველა მანქანას, რომელიც ახლა ლარსზე დგას? კაკაურიძემ უპასუხა: „თუ გულისხმობთ, რომ ყველა მანქანა უნდა გავჩხრიკოთ და ყველას პროდუქტი ვნახოთ, ეს შეუძლებელია“.



„თუ მეუბნებით, რომ დოკუმენტების გაყალბებით ვიღაცამ რაღაც პროდუქტი შეიტანა სადღაც, ამის გამორიცხვა შეუძლებელია. კომპანიებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ევროპული კომპანიებიც ცდილობენ, რომ გამოიყენონ სხვადასხვა გზები და არა მარტო საქართველო [პროდუქტის შესატანად]. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ასეთი ტვირთი რუსეთში ვერ მოხვდება. ძალიან კარგად ხედავს ამერიკის საბაჟო სამსახურები, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი საბაჟო სამსახური, ამაზე ინფორმაციის მიმოცვლაც გვქონდა. ასევე, ბრიტანეთის საფინანსო სექტორშიც ძალიან კარგ ზედამხედველობას აკეთებენ. დამერწმუნეთ, ლეგალური წყაროები ყველა კონტროლზეა.


აფხაზეთიდან შესაძლებელია რაღაც მოხვდეს რუსეთში, მაგრამ მაგაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.


მე არ ვიცი ქვეყანა, ვისაც 100%-იანი კონტრაბანდის დაკეტვის საშუალება აქვს“, - განაცხადა კაკაურიძემ.


ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრებთან „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებისა და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია განიხილა.


bpn.ge 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up