გიორგი კაპანაძე: 1-ლი იანვრიდან ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება გაძნელდება

გიორგი კაპანაძე: 1-ლი იანვრიდან ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება გაძნელდება

access_time2021-06-21 13:55:00

„მიუხედავად  ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობის განცხადებებისა, რომ ბირჟა უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში და მისი მონაწილეებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარიგებებში, მინდა გითხრათ, რომ  რეალურად არათუ ახლა, არამედ ექვსი თვის შემდეგაც გაუჭირდებათ  ბირჟის მონაწილეებს სავაჭრო გარიგებებში სრულფასოვნად ჩართვა“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.

 

აფბას ხელმძღვანელის თქმით, დღეისათვის ბირჟაზე სატესტო  გარიგებებში მხოლოდ 56 კომპანიაა ჩართული, ხოლო  ბირჟის დანარჩენი მონაწილენი ჯერ კიდევ არ არიან მზად, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ გარიგებებში. კაპანაძის განცხადებით, იგი პირადად შეხვდა ბირჟის მონაწილეებს, რომლებიც არსებულ უამრავ პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ვერც 2021 წლის 1 იანვარს შეძლებენ სრულფასოვნად ჩაერთონ სავაჭრო გარიგებებში.

 

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბირჟის მონაწილეებთან, რომლებიც პირად საუბრებში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რის გამოც არც ახლა არიან მზად, რომ ჩაერთონ სატესტო რეჟიმში და, სავარაუდოდ, ვერც 6 თვის შემდეგ შეძლებენ რეალურ ვაჭრობებში ჩართვას, თუკი ბირჟა მართლაც ამოქმედდება 1 იანვარს.

 

არ უარვყოფთ, რომ ბირჟის მენეჯმენტის მხრიდან ბევრი რამ რეალურად გაკეთდა, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და ისიც ფაქტია, რომ საქმე შედეგით იზომება. ამ შემთხვევაში კი შედეგი ბირჟის სრულფასოვანი და უხარვეზო ამოქმედებაა და არა არა სატესტო რეჟიმში მუშაობა.


 

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან ჩამონადენზე მომუშავე მცირე ჰესები. მათ არ აქვს  შესაბამისი აღჭურვილობა (ეგრეთწოდებული მზომები), რომ დეტალურად შეძლონ  მიწოდების საკუთარი შესაძლებლობების ზუსტი განსაზღვრა. შესაბამისად, საქნქციებისთვის თავის არიდების მიზნით, მათ მოუწევთ მიწოდების ხელოვნურად შემცირება, რაც ამ კომპანიებს გაიყვანს დიდ დანაკარგებზე და ზარალზე.

 

ესეც რომ არ იყოს, ზამთრის პერიოდში ბირჟის ამოქმედება, როცა ამისთვის მხოლოდ იმპორტიორები იქნებიან მზად და ადგილობრივი გენერაცია პროცესში დაიჩაგრება, მიგვაჩნია შეცდომად. ჩვენ ვთვლით, რომ ბირჟა იქმნება, პირველ რიგში, სწორედ  ჯანსაღი კონკურენტული გარემოს დასამკვიდრებლად და ამ გარემოში ადგილობრივი გენერაციის  ობიექტების საუკეთესო ინტერესების ობიექტურად უზრუნველსაყოფად.

 

ამდენად, ცალსახაა, რომ ბირჟა სრულფასოვნად უნდა ამოქმედდეს მხოლოდ მაშინ, როცა მისი ყველა მონაწილისთვის გამჭვირვალე და სამართლიანი მოქმედების წესები ჩამოყალიბდება და უსამართლოდ პრივილეგირებული არცერთი მონაწილე არ იქნება. სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო, არ გვაქვს მოლოდინი, რომ  ასეთი ვითარება 2022 წლის 1 იანვრისთვის გვექნება.“, – აღნიშნავს კაპანაძე.

 

აფბას ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ოპტიმალური იქნება, თუკი არა ექვსი თვით, ანუ 1 იანვრამდე, არამედ მინიმუმ კიდევ ერთი წლით, ანუ 2021 წლის 1 ივლისამდე გადავადდება ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება. „თავის მხრივ, ბირჟის მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ როდესაც ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება, მისი ყველა მონაწილე სრულფასოვნად იყოს მზად სავაჭრო გარიგებებში ჩასართავად“, – განაცხადა კაპანაძემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.


ბიზნესპარტნიორი

თეგები:
ბირჟა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up