გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

access_time2020-07-05 11:30:02

აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ ჩვენი მოსახლეობა არ დაზარალდეს?

ამის შესახებ for.ge-ს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ესაუბრა.

აზარტული ბიზნესის არსებობას იმით ამართლებენ, რომ საქართველოში ფული შემოდის ძირითადად სამხრეთის ქვეყნებიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, საიდანაც ჩამოდიან მოთამაშეები. ეს შესაძლოა, ჩვენი ბიუჯეტისთვის ნაწილობრივ სასარგებლოა, მაგრამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა გართობის ამ სახეობამ. გონივრულ გამოსავალს რაში ხედავთ, რომ იატაკქვეშ არ გადაინაცვლოს ამ ბიზნესმა და არც ჩვენი ქვეყნიდან გაედინოს ვალუტა, თუკი ეს ვალუტა ასე მნიშვნელოვანია?

– აუცილებლად უნდა გავყოთ აზარტული თამაშები ორი მიმართულებით. ერთია ონლაინაზარტული თამაშები და მეორეა მიწის კაზინოები. რაც შეეხება ბიუჯეტში შემოსავლებს და ასევე, უცხოელ მოთამაშეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან იმ ქვეყნებიდან, სადაც აკრძალულია აზარტული თამაშები, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიდანაც, აზერბაიჯანი იქნება, თურქეთი, თუ სხვა, ისინი ძირითადად შემოდიან კაზინოებში სათამაშოდ და არა ონლაინაზარტული თამაშებისთვის. აზარტული თამაშების პრობლემა რაც ჩნდება ქვეყანაში, შედარებით ნაკლებად მოდის კაზინოებზე, უფრო მეტად მოდის ონლაინ თამაშებზე. თუმცა ჩვენ შეგვიძლია კაზინოებთან მიმართებითაც უფრო მეტად გავამკაცროთ რეგისტრაციები, ანუ, როდესაც ადგილობრივი მოთამაშეები შედიან და ზოგჯერ არასრულწლოვნებიც ხვდებიან ამ გარემოში. გარდა ამისა, შესაძლებელია ბიუჯეტში შემოსავლების კუთხით გავზარდოთ მოსაკრებლები.

ამას სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები არ გააპროტესტებენ?

– მახსენდება 2-3 წლის წინ, როცა გაორმაგდა ეს მოსაკრებლები, მაშინ აზარტული თამაშების საქართველოს წარმომადგენლებს ხმა არ ამოუღიათ, რადგან იმდენად დიდი მოგება აქვთ, რომ მათთვის არანაირი პრობლემა არ იყო გაზრდილი გადასახადები. მიწის კაზინოები მეტ-ნაკლებად უფრო კონტროლირებადია, ეს არის სექტორი, სადაც უცხოელი მოთამაშეები შემოდიან. რაც შეეხება ონლაინ თამაშებს, ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უფრო მეტად აღარიბებს. ონლაინ თამაშები თავის ნებაზეა მიშვებული. ფაქტობრივად, იქ არის რეგულაციები, რომლებიც 2000-იან წლებშია მიღებული, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები არ იყო განვითარებული და ონლაინ არავინ თამაშობდა. დღეს სხვა რეალობაში ვართ, ამ რეალობას დაეწია ონლაინ აზარტული თამაშები, ამ დროს რეგულაციები უკან დაგვრჩა და საერთოდ არ გვაქვს არანაირი რეგულაცია ონლაინ თამაშებთან მიმართებით.

მოსახლეობის რა ნაწილია ჩართული აზარტულ თამაშებში?

– ონლაინ თამაშებშია ჩართული დაახლოებით მოსახლეობის 60-70% და განსაკუთრებით ღარიბი ფენა, რომელიც საკუთარ ბოლო შემოსავლებს აგებს ონლაინ აზარტულ თამაშებში და უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება ხოლმე. ისეთი რეალობის წინაშე ბევრჯერ ვყოფილვართ, როდესაც სიცოცხლე წააგეს ახალგაზრდებმა აზარტულ თამაშების გამო. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია ონლაინთამაშების რეგულარება. ეს ნიშნავს, რომ უნდა გამკაცრდეს რეგისტრაცია. არაერთი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ბევრმა არასრულწლოვანმა დაადასტურა, რომ მათ ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჰქონიათ შეხება აზარტულ თამაშებთან.

სხვისი სახელით რეგისტრირდებიან არასრულწლოვნები, მათ შორის, მშობლების სახელითაც ისე, რომ მშობლებმა არაფერი იციან.


– დიახ, ძალიან მარტივია, უბრალოდ, აკრიფავთ თორმეტნიშნა ციფრს და შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ საერთოდ უცხო ადამიანის სახელზე, შემდეგ ჩარიცხოთ და გამოიტანოთ თანხები. უკონტროლოა ეს სფერო. ამიტომ აუცილებელია პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე რეგისტრაცია. ეს შეიძლება მოხდეს პირდაპირ კაზინოში, ან შემოსავლების სამსახურში, მაგრამ, ყველა ვარიანტში, ამ ბაზაზე წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეს შემოსავლების სამსახურს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ არ იყვნენ არასრულწლოვნები ჩართულნი აზარტულ თამაშებში. რაც შეეხება ფინანსების ბრუნვას, ონლაინთამაშები ძალიან დიდი რისკის მქონეა ფულის გათეთრების კუთხით. დღესდღეობით შემოსავლების სამსახურს არანაირი წვდომა არ აქვს იმ თანხებთან, რაც ბრუნავს ამ სექტორში. მათ არ იციან, ვინ რამდენს აგებს, ვინ რამდენს იგებს, რამდენად პატიოსნად იხდიან აზარტული თამაშების წარმომადგენლები ბიუჯეტში ფულს, საერთოდ, რა ხდება ამ სფეროში უცნობია. ყველაზე მაღალშემოსავლიანი და მაღალი ბრუნვის მქონე ბიზნესი დღეს არის აზარტული თამაშები და ის სრულიად უკონტროლოა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. რამხელა აბსურდთან მივდივართ, მაგრამ ამ რეალობაში ვართ.

რა თანხის ბრუნვაზეა საუბარი, ბიუჯეტში რამდენი შეაქვთ და კორონავირუსმა, ალბათ, დადებითად იმოქმედა ონლაინთამაშებზე.

– ბოლო მონაცემებით, ეს არის დაახლოებით 13 მილიარდზე მეტი, ანუ 14 მილიარდამდე ბრუნვა აქვთ მთლიანად აზარტულ თამაშებს. აქ შედის ონლაინთამაშები და კაზინოები. რაც შეეხება ბიუჯეტში გადახდილ თანხებს, სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია, რადგან ამას ზუსტად არ აქვეყნებენ. ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 200 მილიონამდე თანხა იყო გადახდილი ბიუჯეტში. ზუსტი მონაცემი იყო 2018 წელს, 6 მილიარდი იყო ბრუნვა და მხოლოდ 100 მილიონი იყო ბიუჯეტში გადახდილი თანხა.

წარმოიდგინეთ, რამხელა დისონანსია, ამხელა ბრუნვა აქვთ და ასე ცოტას იხდიან ბიუჯეტში. 200 მილიონი არ არის ისეთი დიდი თანხა, რომელიც ჩვენი ბიუჯეტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იყოს.

მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სექტორს აქვს 14 მილიარდიანი ბრუნვის მაჩვენებელი. ერთი პერიოდი, იძახდნენ ამ ბიზნესის წარმომადგენლები, რომ ბრუნვის ეს მაჩვენებელი არასწორად ითვლებოდა და საქსტატს თავისი მეთოდოლოგია შესთავაზეს, მაგრამ მათივე მეთოდოლოგიით მოხდა დათვლა და ერთ წელიწადში მაინც გაიზარდა 2 მილიარდით ეს ბრუნვა და შეადგინა 14 მილიარდი.

თუკი ასეთი კოლოსალურია მათი მოგება და ბიუჯეტში ამდენი თანხა არ შედის, მაშინ ღირს კი შევინარჩუნოთ ეს ბიზნესი, რომლის წინააღმდეგაც დედების აქციაც კი მოეწყო?

– არ მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც უნდა მოხდეს მისი აკრძალვა. თუ სწორ რეგულაციებს გავატარებთ, მაქსიმალურად შევზღუდავთ ონლაინთამაშებს და კაზინოებსაც, მკაცრი რეგულაციების პირობებში მათი ბრუნვის მაჩვენებელიც შემცირდება და ბიუჯეტიც უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს. ყველაფერი გახდება გამჭვირვალე. ასე იქცევა ყველა განვითარებული ქვეყანა. გამკაცრებული რეგულაციების პირობებში არც ამდენი ადამიანი იქნება ჩართული ამ საქმეში, არც მოქალაქეები დაზარალდებიან და არც სახელმწიფო შემოსავლები არ დაიკარგება. პირიქით, სახელმწიფოში შემოვა შემოსავლები.

როდესაც ყველაფერი გამჭვირვალე გახდება, შესაძლებელია დავაწესოთ თამაშის ლიმიტი, ანუ მოთამაშეს არ ჰქონდეს რაღაც თანხაზე მეტის წაგების უფლება. აუცილებლად უნდა მოხდეს აზარტული თამაშების რეკლამის კანონის გამკაცრება, როგორც თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელის შემთხვევაშია. ანალოგიური მავნე ჩვევაა აზარტული თამაშები.

ამიტომ უნდა მოხდეს ამ რეკლამების ან საერთოდ აკრძალვა, ან მაქსიმუმ მხოლოდ ღამის საათებში ან ისეთ დროს, როდესაც თამბაქოს რეკლამაა დაშვებული.

რამდენად მართალია გია ვოლსკი, თუ ამ ბიზნესს გავაუქმებთ, მაშინ იატაკქვეშ გადაინაცვლებს ეს ბიზნესი?

– კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოცემულობას, რადგან ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მოგონილი მეთოდი. მსგავსად იქცევა ყველა განვითარებული ქვეყანა. ცალკეულ ქვეყნებშიც მკაცრი რეგულაციებია, მაგრამ ამის გამო ეს ბიზნესი არ არის გადასული იატაკქვეშეთში. შესაძლოა, ასეთი თითო-ოროლა შემთხვევა იყოს და ეს ხელზე დაიხვიონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგად რომ მოიძიონ, დღესაც იქნება იატაკქვეშეთში გადასული აზარტული თამაშები. მსგავსად მიშვებულ სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რისკი უფრო მაღალია.

ევროკავშირმა, ამერიკის საელჩომ არაერთხელ შემოგვითვალეს, რომ აზარტულ თამაშებში ფულის გათეთრების რისკია. როდესაც თამაშზე დამოკიდებული ხდება ადამიანი და მას თანხები აღარ აქვს, იძულებული ხდება, მოთამაშეების ენაზე რომ ვთქვათ, ხელზე გამაზვის საფუძველზე დამატებით ითამაშოს. ამ დროსაც ხდება იატაკქვეშეთში გადასვლა ამ სექტორის. ამიტომ ეს რისკი უკვე არსებობს.

წყარო: FOR.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up