გიორგი კაპანაძე: „ენერგეტიკა ეკონომიკის უპირველესი დარგია და აქ დაშვებული შეცდომები აზარალებს მთელ ქვეყანას“

გიორგი კაპანაძე: „ენერგეტიკა ეკონომიკის უპირველესი დარგია და აქ დაშვებული შეცდომები აზარალებს მთელ ქვეყანას“

access_time2021-05-21 17:40:19


არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების 6 თვით გადავადებას რეფორმის ჩავარდნად მიიჩნევს. აფბამ ამის შესახებ ახლახანს სპეციალური განცხადება გააკეთა და ბირჟის ვერამოქმედების მიზეზებზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო მოსმენის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. აფბას განცხადების შემდეგ ბირჟის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ბირჟა მართლაც ვერ ამოქმედდება 2020 წლის 1 ივლისს და რომ ეს პროცესი 6 თვით გადაიდო. ირინა მილორავამ მედიაში გამოსვლისას  საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობაზე მზაობა გამოთქვა. ენერგეტიკული ბირჟის და ზოგადად ქვეყნის ენერგო სექტორში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე აფბას ხელმძღვანელს, გიორგი კაპანაძეს ვესაუბრეთ.


  • გიორგი, ბოლო თვეებია, თქვენი ორგანიზაცია ინტენსიურად მუშაობს ენერგეტიკის საკითხებზე. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რამ გამოიწვია დარგში არსებული ვითარებით აფბას დაინტერესება?

საქმე ის არის, რომ ჩვენ კარგად გვესმის ენერგეტიკის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. დიახ, უპირობოდ, სადღეისოდ, ენერგეტიკა არის ქვეყნის ეკონომიკის უმთავრესი დარგი. სწორედ აქედან გამომდინარეობს ორგანიზაციის აქტივობები, რაც უკავშირდება ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას. მიგვაჩნია, რომ თუ არ იქნება სწორი და სწრაფი განვითარება ენერგეტიკაში, არ იქნება არც ეკონომიკური განვითარება, რაც თავისთავად დიდ საფრთხეს და რისკებს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და დემოკრატიზაციის პროცესს.


მთავარი პრობლემა, რასაც წავაწყდით, არის გამჭვირვალობის პრობლემა. მთელი რიგი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიები, მაგალითად ესკო (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) და სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) უბრალოდ არ პასუხობენ, ან თავს არიდებენ პასუხს ელემენტარულ კითხვებზეც კი. მიზეზად მოაქვთ, რომ არ წარმოადგენენ საჯარო უწყებებს და არ აქვთ ეს ვალდებულება. ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას, რომელიც ისედაც არ არის სახარბიელო, გამომდინარე, თუნდაც იგივე ჰესების მშენებლობების პროცესში წარსულში არსებული საზოგადოებასთან დისკომუნიკაციის გამო. დისკომუნიკაციის არსებობა, კარგია, რომ აღიარა ყველა მხარემ. მიმაჩნია, რომ არსებული რეალობისთვის თვალის გასწორება და გამოსავლის ერთად ძიება, ვითარების გამოსწორების მთავარი წინაპირობაა.

  • როგორ შეაფასებთ, რამდენად სწორად არის განსაზღვრული ენერგო-განვითარების პოლიტიკა?

ფაქტია, ეკონომიკის სამინისტროს სწორად და მართებულად აქვს განსაზღვრული ენერგეტიკის განვითარების პოლიტიკა, როცა მხარს უჭერს ენერგობაზრის გახსნას, მის ლიბერალიზაციას და ამ გზით ჰარმონიზაციასა და დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან და სტრუქტურებთან. ამასთან, არანაკლებ მინიშვნელოვანია, რომ  სწორად განსაზღვრული პოლიტიკა ასევვე სწორად, დროში ცდომილებების გარეშე გათვლილად, კორუფციული რისკების მინიმიზებით, და საზოგადოებასთან გულწრფელი და ხარისხიანი კომუნიკაციით, განხორციელდეს. ეს უნივერსალური ფორმულაა რეფორმების წარმატებით ჩატარებისთვის.


სამწუხაროდ, როცა ვსაუბრობთ თუნდაც იგივე ენერგობაზრის ლიბერალიზაციის რეფორმაზე და მის უმთავრეს შემადგენელ ნაწილზე - ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებაზე, აქ,  ინიციატივების და მიმდიანრეობას, მენეჯმენტში ჩნდება სერიოზული კითხვები, რომელთაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. მათზე არადამაკმაყოფილებელი პასუხების შემთხვევაში კი  ადგილებზე მენეჯმენტის განმახორციელებელმა პირებმა მათი წილი პასუხისმგებლობა კონკრეტული ადმინისტრაციული მოქმედებებით უნდა იკისრონ.  მხოლოდ ამ ფორმატით მუშაობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ნებისმიერი რეფორმის, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული რეფორმის, სწორად და სწრაფად განხორციელება.


  • რატომ მიგაჩნიათ ასეთ დიდ პრობლემად ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების 6 თვით გადავადება.

საქმე ის არის, რომ ამ შემთხვევაში, ბირჟის მენეჯმენტს არ მიაჩნია პრობლემად ბაზრის მონაწილეების და საერთოდ საზოგადოების იგნორირება. სხვას ვერაფერს დავარქმევ ფაქტს, როცა ქალბატონი ირინა მილორავა ამბობს, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ბირჟის ამოქმედება შეუძლებელი იქნებოდა დათქმულ ვადაში, მაგრამ მაინც ჯიუტად აანონსებდნენ 1 ივლისის თარიღს და მაქსიმალურად მალავდნენ რეალურ გადაწყვეტილებას. ამის მიზეზად კი სახელდება, რომ გადადების შესახებ ინფორმაციის გაჟღერების შემთხვევაში, ბაზრის ფიგურანტები მოეშვებოდნენ და პროცესში ყურადღებით აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას. მე ვსვამ კითხვას - თუ თავად ბირჟის ხელმძღვანელობა არ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, ვერ საზღვრავს რეალურ ვადებს (აქ ვერ მივიღებთ მიზეზად პანდემიას. ეს უფრო ბირჟის მხრიდან შექმნილი მდგოამრეობიდან თავის დაძვრენის საბაბად შეიძლება ჩათვალოს კაცმა), ვერ უზრუნველყოფს შესაბამის ფორმატებს საიმისოდ, რომ რეფორმის დასაწყებად აუცილებელი ყველა ტექნიკური საკითხი ბაზრის მონაწილეების მხრიდან იყოს სათანადოდ მომზადებული და ა. შ 


  • და მაინც, გიორგი, ნუთუ ასეთი პრობლემაა ბირჟის ამოქმედების 6 თვით გადაწევა?

კარგია, რომ კიდევ ერთხელ მიზუსტებთ. საქმეც ის არის, რომ სამწუხაროდ, ვერც ექვს თვეში ვერ ამოქმედდება ბირჟა. მიზეზები გნებავთ? - მარტივი მიზეზებია საამისო.


მაგრამ მანამდე ჩვენ არც იმის აღნიშვნა გვიჭირს, რომ ენერგეტიკულმა ბირჟამ, თავისი წელიწადნახევრიანი ისტორიის პერიოდში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები ჩაატარა იმ მიმართულებებით, რაც მისი ასევე უშუალო ვალდებულება იყო. კერძოდ, მონაწილეობა მიიღო სემეკის მიერ ელექტროენერგიის ბაზრის წესების შემუშავებაში, ბაზრის პოტენციურ მონაწილეებთან ჩაატარა ტრენინგების რამდენიმე ციკლი; მონაწილეობა მიიღო ბაზრის ლიბერალიზაციისა და ენერგოდამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ კონფერენციებში; შექმნა სატესტო სავაჭრო პორტფელები;    დაიწყო დღით ადრე ბაზრის სატესტო რეჟიმით ფუნქციონირება. იმუშავა არსებული და პოტენციური ბაზრის მონაწილეების ცნობიერების ამაღლებაზე და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე.


და, ამ ყველაფრის შედეგად უზრუველყოფილი უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე და კონკურენტული გარემო და სწორი საფასო სიგნალები უნდა მიწოდებულიყო ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისათვის. ანუ, ბირჟა რეალურ დროში უნდა ამოქმედებულიყო დატქმულ დროს - 2021 წლის 1 ივლისს. რაც არ მოხდა. ანუ, პრაქტიკულად თუ სრულად არა, დიდწილად მაინც, გაწეული სამუშაო ფუჭი აღმოჩნდა.

დღეს მაინც ჯიუტად გვეუბნებიან, რომ ბირჟა არსებობს და ფუნქციობს და ამის დასტურად მისი სატესტო რეჟიმში მუშაობა მოჰყავთ. პირდაპირ გეტყვით - ეს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, რაც არავის არაფერში სჭირდება.


ახლა რაც შეეხება იმ მიზეზებს, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ბირჟა ვერც ახალ ვადაში, ანუ ვერც 6 თვეში ვერ  ამოქმედდება.


6 თვის თავი უწევს იანვარ-თებერვლის პერიოდს. ანუ, პერიოდს, როცა საქართველოს ელექტროენერგეტიკა არის ყველაზე დეფიციტური და ყველაზე დამოკიდებული იმპორტზე. მე სიამოვნებით მოვისმენდი ბირჟის მენეჯმენტის პოზიციას, თუ როგორ უნდა მოხერხდეს დეფიციტის პიკში ყოფნის დროს ენერგეტიკული ბირჟის წარმატებით ამოქმედება? კიდევ სხვა მიზეზიც არსებობს - სამწუხაროდ, ბაზრის მონაწილეების ბირჟის ამოქმედებისათვის საჭირო ტექნიკური მზაობა იმდენად პრობლემატური და ხარჯ და დროტევადი საკითხია, რომ ვერც იგი გადაწყდება 6 თვის ვადაში.


ჩემი მხრიდან, ვიტყვი უფრო მეტსაც, - ახლა მაისის ბოლოა. გავა 6 თვეც და დავდგებით ბირჟის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადადების აუცილებლობის წინაშე. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ რომ დროში ასეთი აცდენებისას ადგილებზე მენეჯმენტის განმახორციელებელმა პირებმა მათი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. კონკრეტული ადმინისტრაციული მოქმედებებით მათ უნდა იკისრონ. სხვაგვარად სწორი არ არის. მხოლოდ ამ ფორმატით ხდება წინსვლა და ნებისმიერი რეფორმის სწორად და სწრაფად განხორციელება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up