გიორგი კეპულაძე: რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გარკვეული გავლენა საქართველოზეც ექნება

გიორგი კეპულაძე: რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გარკვეული გავლენა საქართველოზეც ექნება

access_time2022-02-25 20:30:57

როსნეფტისა და გაზპრომის აქციების ფასები 24 თებერვლის რეკორდული ვარდნის შემდეგ 25 თებერვალს 10-12 პროცენტით გაიზარდა, მათ საპირისპიროდ ვითიბი ბანკს მხოლოდ 2%-იანი ზრდა აქვს, სბერბანკი კი ისევ 0.4%-იან მინუსშია. წლის დასაწყისიდან მოყოლებული როგორც ერთმა ასევე მეორემ ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა. ბრიტანულმა და ამერიკულმა სანქციებმა სხვაზე კომპანიებზე მეტად ბანკებზე იმოქმედა. საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სანქციები რუსეთისთვის SWIFT-დან გათიშვაზე უფრო მეტად იმოქმედებს და მას გარკვეული გავლენა საქართველოზეც ექნება, თუმცა არა ისეთი როგორც 1998 წელს მოსკოვის მიერ გამოცხადებულ დეფოლტს.

 

გიორგი კეპულაძის განმარტებით იმის გათვალისწინებით, რომ ბანკები ეკონომიკის დაფინანსების საშუალებაა, მათზე დაწესებული სანქციები აუცილებლად ქმედითი იქნება და დარტყმა რუსული ეკონომიკა საკმაოდ მალე მიიღებს.

 

როგორც საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელმა კომერსანტთან საუბრისას განმარტა, ის ვითიბის ბანკი საქართველოს გაკოტრებას არ ელოდება, თუმცა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საქართველოზე გარკვეული ტიპის გავლენა მაინც ექნება, მით უფრო მაშინ როდესაც ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა.

 


სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა 2%-ით 2015 წელსაც შემცირდა. 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 3% იყო და 11 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2.00-იან ნიშნულს გადააჭარბა. იმ წელს რუსეთში ექსპორტი $275 მლნ-დან $162 მლნ-მდე შემცირდა, მაგრამ რუსეთი ერთადერთი გამონაკლისი არ ყოფილა, $140 მლნ-დან $60 მლნ-მდ ვარდნა აღინიშნა უკრაინაშიც, $288 მლნ-დან $180 მლნ-მდე სომხეთში და $544 მლნ-დან $241 მლნ-მდე აზერბაიჯანში.

 

კოვიდისა და კოვიდშეზღუდვებს გამო რუსეთის ეკონომიკა 3%-ით 2020 წელსაც შემცირდა, იმავე მიზეზით საქართველოში 6.8%-იანი კლება აღინიშნა. უფრო ადრე 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა რუსეთის მშპ 7.8%-ით შეამცირა, იმ დროს საქართველო ომის იარებს იშუშებდა და დანაკარგმა მაშინ 3.7% შეადგინა.

 

ყველაზე მეტად საქართველოზე 1998 წელს რუსეთის მიერ აზიური კრიზისის გავლენით გამოცხადებულმა დეფოლტმა იქონია. კატასტროფული ვარდნის შემდეგ 1996-1997 წლებში საქართველოს ეკონომიკა ზედიზედ ორჯერ ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, 1998 წელს კი მხოლოდ 3.1%-ით და 2003 წლამდე ზრდის ტემპი 5%-ს აღარ გასცილებია. ახლადშემოღებული ლარი 1.3-იან კურსს თითქმის 3 წელი მყარად ინარჩუნებდა, 1998 წელს კი 2.00-იან ნიშნულს გადასცდა. იმ პერიოდში საქართველო ეკონომიკურად რუსეთზე გაცილებით მეტად იყო დამოკიდებული. რუსეთის წილი ექსპორტში 28.7%-ს შეადგენდა, 2006 წლის ემბარგოს შემდეგ 2%-მდე შემცირდა, 2021 წელს კი ისევ 14.4%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს 1998 წელს რუსეთს 14.2%-იანი წილი ეკავა, 2012 წელს 5.9%-იანი, 2021 წელს კი 10.1%-იანი.

 

გიორგი კეპულაძის შეფასებით, რადგან ბოლო პერიოდში ზრდის მიუხედავად, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მაინც უფრო ნაკლებია ვიდრე 1998 წელს, სანქციების უარყოფითი გავლენაც საქართველოზე უფრო ნაკლები იქნება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up