Giorgi Khidirov Colour Studio -  ახალი სიტყვა სილამაზის სამყაროში

Giorgi Khidirov Colour Studio - ახალი სიტყვა სილამაზის სამყაროში

access_time2022-10-18 17:05:48

რა სურთ ქალებს? ეს კითხვა ყველა მამაკაცისთვის ამოუხსნელი საიდუმლოა, თუმცა თუ კითხვას უფრო მეტად დავაკონკრეტებთ და მას ესთეტიკისა და დახვეწილი ვიზუალის შესახებ ვიკითხავთ, დამეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ძლიერი სქესის წარმომადგენლები არიან უბადლო მრჩეველები.


ყველა ქალის სურვილია იყოს მიმზიდველი, სწორად შერჩეული ვარცხნილობით, მოვლილი, ბზინვარე თმით და რაც მთავარია ინდივიდუალური სტილით.


ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა სწორად შევარჩევთ პროფესიონალ სტილისტს, რომელიც ხარისხს, მოდურ ტენდენციებსა და სიახლეებს ანიჭებს უპირატესობას.


სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად, თბილისში ყველასთვის ცნობილმა სტილისტმა და ქოლორისტმა გიორგი ხიდიროვმა,  გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად საკუთარი სტუდია შექმნა ,  სადაც ნებისმიერი ქალბატონისთვის მზად არის პასუხი კითხვაზე - თუ რა სურთ მათ....


თუ რით გამოირჩევა გიორგი ხიდიროვის ხელწერა და რას ნიშნავს იყო სტილისტი, რათა განსაზღვრო ქალური ფერთა გამა, ამის შესახებ  თავად გიორგისთან გადავწყვიტეთ გასაუბრება.

 


  • იყო სტილისტი და ქოლორისტი, ჩემთვის ნიშნავს, ბუნებაში არსებულ მრავალ ფერს, კიდევ ერთი უნიკალური ფერი დაამატო. ამ პროფესიის ხიბლი სწორედ ეს არის,  გემოვნებით  და  ინსპირაციით შექმნა უნიკალური სიახლე. აქ თეორიული ცოდნის პარალელურად მნიშველოვანია პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა. თითოეულ ქალში უნდა დაინახო მისი უნიკალური ფერი, რათა მას სწორედ იმ სილამაზის დეტალებსა და შტრიხებზე გააკეთო აქცენტი, რაც აქამდე შეუმჩნეველი იყო. ეს არც თუ ისე მარტივია თუმცა სწორად შერჩეული ტექნიკით და ხედვით ყოველთვის ვაღწევ სასურველ შედეგს....

 

  • დღეს უკვე გიორგი ხიდიროვის სტუდიას ხელმძღვანელობთ, რომელიც პროფესიონალი და გამოცდილი გუნდით არის დაკომპლექტებული, რას სთავაზობთ მომხმარებლებს ?

 

დარწმუნებული ვარ ყველა სტილისტის სურვილია, ჰქონდეს საკუთარი სტუდია. ამ მიზნის მისაღწევად დიდი გზა გავიარე, წლების მანძილზე ვიყავი მთავარი სპეციალისტი  სხვადასხვა ცნობილ სალონებში, დაგროვილ გამოცდილებას ყოველთვის ვუმატებდი შინაგან ინტუიციას და ხედვას. მომხმარებელს (ქალბატონებს ვგულისხმობ) უნდა გრძნობდე და ხედავდე მის შინაგან სამყაროსა და გემოვნებას,  სწორედ ის შესთავაზო, რაც მისია და მას განსაკუთრებულს ხდის.  ის აუცილებლად უნდა გახდეს განუმეორებელი....





  • საოცარი შეგრძნებაა, როცა ქალის თვალებში ბედნიერების სხივები იწყებენ თამაშს, ხვდები რომ შენ მისი  შინაგანი სამყარო ამოიცანი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როცა პროფესიულად თავი ამოვწურე და მივხვდი ,რომ მჭირდებოდა რაღაც ახალი, უფრო მასშტაბური და განსხვავებული. მივხვდი, რომ დადგა დრო -  სურვილი რეალობად მექცია, ყველაფერს კვლავ შემოქმედებითად მივუდექი და აი უკვე წელიწადზე მეტია, რაც Giorgi Khidirov Colour Studio არსებობს. ირაკლი აბაშიძის 81 ნომერში, სადაც ყველაფერი ჩემი კონცეფციით შევქმენი,ერთი დიდი ოჯახი ვართ,   ერთ საქმისთვის და მიზნისთვის - ვემსახუროთ მოხმარებლის სილამაზესა და განწყობას .


სტუდიაში პროფესიონალი და გამოცდილი სტილისტები ჩემი ხელმძღვანელობით და ინდივიდუალურად ემსახურებიან ქალბატონებს. აქ მნიშვნელოვანი იმ ერთი განსაკუთრებული ფერის აღმოჩენაა, რაც უნიკალურს გხდით... სტილისა და ფერის შეხამება რა თქმა უნდა ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით დაგროვილი ფორმულებითა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით ხდება.... ქალბატონი, რომელიც ჩვენთან მოდის, ის ავტომატურად ენდობა ჩვენს პროფესიონალიზმსა და გემოვნებას.



  • გიორგი,  თქვენ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სტილისტ/ქოლორისტი ხართ, გვესაუბრეთ განვლილ გზასა და სირთულეებზე.

 

  • უკვე 21 წელია, რაც სტილისტი ვარ.ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში მივხვდი, რომ ეს პროფესია მიზიდავდა და ავირჩიე ...  ამ სფეროში თუ გინდა განვითარდე მუდმივად უნდა ისწავლო და ფეხი აუწყო თანამედროვე ტენდენციებს. შემიძლია ვთქვა, რომ  გავიარე ყველა ეტაპი, ვისწავლე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, გამოვყოფდი თურქეთსა და იტალიაში მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელმაც როგორც სტილისტი და ქოლორისტი ჩამომაყალიბა....

თავიდან რთულია განსაზღვრო სად არის შენი ძლიერი მხარე, ამას დრო და პრაქტიკა გიჩვენებს. მე საკუთარი შესაძლებლობები ყველგან ვსინჯე, ვაკეთებდი ყველაფერს -ერთ მთლიან ლუქს ვქმნიდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ შეუძლებელია ყველაფერი იდეალურად გამოგდიოდეს, მითუმეთეს ამ პროფესიას -  სტილის განსაზღვრას,  სხვადასხვა მიმართულება აქვს.ზუსტად უნდა იცოდე რა გამოგდის, რომ შემდეგ სწორედ ის მიმართულება გააძლიერო. მივხვდი, რომ ფერები და მათი აღმოჩენა იყო ჩემი გამოწვევა, და დღეს მე ქოლორისტი ვარ, სწორედ ეს მიმართულებაა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამ პროფესიაში.

 

 

https://www.facebook.com/profile.php?id=100086325427160

 

 

  • რა პროდუქციით მუშაობს სტუდია? რა პროცედურებს მიიღებს მომხმარებელი Giorgi Khidirov Colour Studio-ში?


ჩვენთვის პრიორიტეტულია ხარისხი,  ამიტომ მსოფლიოში აღიარებული კომპანიების პროდუქციით ვმუშაობთ, როგორიცაა: Wella professional, Loreal professional, Kerastase, Framesi და moroccanoil. ჩვენს მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ადგილზეც შეუძლიათ სპეციალურ ფასად.


 

  • რა არის სამომავლო გეგმა? კიდევ რას უნდა ველოდოთ გიორგი ხიდიროვისგან?

 

  • საკუთარი სტუდიის შექმნა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. მიხარია, რომ დღეს ეს უკვე რეალობაა, თუმცა მის განვითარებაზე ყოველდღიურად ვზრუნავთ მეც და ჩემი გუნდის თითოეული წევრი. მინდა ჩვენს გარემოში თითოეულმა ქალმა საკუთარი უნიკალური ფერი აღმოაჩინოს. განსაკუთრებით ეს საქმიან ქალბატონებს სჭირდებათ. დღეს როცა პერსონალური ბრენდინგი წარმატების მნიშვნელოვანი მხარეა, ინდივიდუალური ვიზუალი და სტილი არის პირველი შთაბეჭდილება და უსიტყვო განაცხადი, თუ რამდენად კარგად ფლობ საკუთარ თავს ...ამიტომ ამ სტუდიას მინდა ქონდეს თავისი ხელწერა მათთვის ვინც თავს განსაკუთრებულად თვლის და სურს აღმოაჩინოს საკუთარი ფერი...


 

ასევე,  ბევრი დამწყები სტილისტი მეუბნება,  რომ სჭირდებათ ჩემგან,როგორც პროფესიონალისგან სხვდასხვა სახის  რჩევები და  მასტერკლასი.

სამომავლოდ ვფიქრობ სასწავლო სტუდიის გაკეთებას, რომელსაც ძალიან დიდი დრო და რესურსი სჭირდება. ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოშიც იყოს შესაძლებელი მიიღო საუკეთესო ცოდნა თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნიკის შესახებ, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილში.



(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up