ბიზნესი კი არ ცდილობს, მთავრობას პირდაპირ უთხრას, რომ მისი პოლიტიკა  დამაზიანებელია, არამედ ერთმანეთში დაიწყეს დავა - გიორგი პაპავა

ბიზნესი კი არ ცდილობს, მთავრობას პირდაპირ უთხრას, რომ მისი პოლიტიკა დამაზიანებელია, არამედ ერთმანეთში დაიწყეს დავა - გიორგი პაპავა

access_time2023-02-22 20:00:42

ეს არის მცდელობა, რომ თვალები აგვიხვიონ და ჩვენზე ზრუნვით გარკვეული პოლიტიკა განახორციელონ, - ასე აფასებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა პრემიერის და მთავრობის მიერ დაანონსებულ ფასების კონტროლის პოლიტიკას. როგორც პაპავა განმარტავს, არც თავად ბიზნესი ცდილობს, მთავრობას უთხრას, რომ მისი პოლიტიკა დამაზიანებელია.


„პროცესებს რომ დავაკვირდეთ, ეს არ იყო ისეთი პროცესი, რომ: მოდით, ევროინტეგრაციის მიზნით ვნახოთ,  რა ევროდიექტივები არსებობს ევროპაში და ვიმსჯელოთ, რომელი გადმოვიღოთ.

მოვლენების განვითარება იყო შემდეგი: ფასები ხალხს აწუხებს, მოდით დაიბარეთ იმპორტიორები, მერე ცალკე ბიზნესიც ერთმანეთში არკვევდა ვინ ვის მიმართა და ცალკე ამაში იკარგებოდა რესურსი. 


ბიზნესი იმას კი არ ცდილობს, მთავრობას პირდაპირ უთხრას, რომ პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს, დამაზიანებელია, არამედ ერთმანეთში დაიწყეს დავა: ამას ეხება, თუ იმას ეხება. საბოლოო ჯამში შეგვეხება ყველას. შეიძლება რაღაც რეგულირება შემოიღო, ქვეყნებს აქვთ რაღაც მიდგომები, რა შეიძლება ეწეროს კონტრაქტში, ან რა შეიძლება არ ეწეროს, მაგრამ პრემიერი არც კი მალავს და ღიადაც ისაუბრა, რომ პირდაპირ ვერ ჩავერევითო, მაგრამ რაღაც ევროპის დირექტივა ვიპოვე, იმას მივიღებ და იმითი მოგხედავთო. არც კი მალავს. ანუ ისიც არაა, რომ რაღაცის შეფუთვა ხდებოდეს. ხალხს ეუბნება პირდაპირ, შენ გაწუხებს ფასები, მე ამათ (ბიზნესს) ვერ ვეტყვი, რომ ფასები დაწიე, მაგრამ მოვუძებნი მიზეზს, აბა ინებონ და არ დაწიონ ფასები. მერე მოვუძებნი სხვა რაღაცას, მერე დავათვლევინებ კონკურენციის სააგენტოს. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც ფასების შესწავლას სჭირდებოდა 1-1.5 წელი. ახლა უცებ, თურმე შესაძლებელია 15 წუთში მარჟები დავუთვალოთ ბიზნესს. ისიც შემდეგ შეიძლება ბიზნესებს შეხვდე და აღმოჩნდეს, რომ უი, ამდენი კი არ ყოფილა, უფრო მეტი ყოფილა,“ - განმარტავს პაპავა.



ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიმდინარე პოლიტიკა დამაზიანებელია ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის თვალსაზრისითაც, რადგანაც ის ინვესტორი, რომელსაც საქართველოში ამ მიმართულებით უნდა ფულის ჩადება უკვე ხედავს, რომ გარდა წმინდა კონკურენციისა „დალაგებაზეც“ უნდა იზრუნოს.


„მთავრობა და ბიზნესი ერთ რამეზე თანხმდება, რომ ამ სექტორში კონკურენციის მაღალი დონე, მაქსიმალური შესაძლებლობა ახალი ბიზნესებისთვის ბაზარზე შემოსვლისთვის, მრავალფეროვნება შეთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტში, იმპორტიორების ნაწილში, რითეილის ნაწილში, არის მთავარი განმსაზღვრელი იმის, გვქონდეს გარანტია, რომ ფასები, როგორც თავად უწოდებენ, არ იქნება ხელოვნურად გაზრდილი. ესეც საოცარი ტერმინია -„ხელოვნურად გაზრდილი“, გეგონება ფასები თვითონ ზრდიან თავის თავს და მერე რაღაც მომენტში ხელოვნურად ვერევით და ვზრდით.


წარმოიდგინეთ, ახლა ახალი ინვესტორი იქნება თუ ბიზნესი, რომელსაც უნდა ამ სექტორში შემოსვლა, ის რას ხედავს? ხედავს, რომ მე შეიძლება შემოვიდე, შემდეგ ვიღაცას არ მოეწონოს, მე რომელ პროდუქტზე რა ფასს ვაწესებ, შეიძლება მითხრას, რომ მოდი, კანონს შეგიცვლი. შეიძლება კანონი არ მიიღოს, დამიბაროს, დამტუქსოს ან დამემუქროს. ახალი ინვესტორი ფიქრობს, რომ არამხოლოდ კონკურენციაში უნდა შევიდეს წმინდა ბიზნესური თვალსაზრისით, არამედ ფიქრობს იმაზე, რომ როგორ ვისთან რა დაალაგოს. ცხადია, რომ ამ დალაგებას კონკრეტული ფასი აქვს“,  აცხადებს პაპავა.


ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი ევროკავშირსაც მიმართავს.

„ევროკავშირსაც მინდა მივმართო, ისინი ხშირად უჭერენ მხარს კონკურენციის სააგენტოს მხარს და მათ გაძლიერებაზე ზრუნავენ. ალბათ ახლა ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ნამდვილად საფუძვლიანი მოკვლევა ჩატარდეს. მაქსიმალურად გამჭვირვალედ გაკეთდეს და თვითონ ამ ინსტიტუციიდან მეტი დამაჯერებლობა მომდინარეობდეს მის შეფასებებთან დაკავშირებით“.  აცხადებს გიორგი პაპავა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up