გიორგი პაპავა: კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის რესურსი ასათვისებელია

გიორგი პაპავა: კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის რესურსი ასათვისებელია

access_time2022-04-19 23:00:15

რადიო “კომერსანტის“ ეთერში, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნესინსაიდერი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის კომენტირებისას ანტიკორუფციული სტრატეგიის ნაწილი შეაფასა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაციის მეტი შესაძლებლობაა.  კითხვაზე, თუ რამდენად აქვს საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მიმართულებით მყარი პოზიცია, გიორგი პაპავა  პასუხობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა გაზრდილი თუ რეგულაციური წნეხია, ამაზე პასუხის გაცემა რთულია.

 

„ხანდახან გაისმის ხოლმე  კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ხშირად  კავშირების წარმოება ჭირს, თუმცა  ეს  არის ყურმოკრული ინფორმაცია და  არ მინდა  დადასტურებულ ფაქტად წარმოვაჩინო. თუმცა ის ფაქტი, რომ მაგალითად ქვეყანაში შემცირებულია ინვესტიციის დონე,  გარკვეულწილად იმასაც უნდა  უკავშირდებოდეს, რომ რიგი პროექტების  განხორციელება გართულდა.

 

ეს რეგულაციური წნეხის გამო ხდება თუ გაზრდილი კორუფციის გამო, ამაზე მე  რაიმე დასკვნის გაკეთება გამიჭირდება.

 


ერთი მაგალითი, კარგი გაგებით, არის  სახელმწიფო  შესყიდვების  სისტემა, რომელიც საქართველოში  გარკვეული პერიოდი ყველაზე გამორჩეული, გამჭვირვალობაზე ორიენტირებული, მიკერძოებულობის გამომრიცხავი იყო, ჩემი აზრით უკვე მოგვიძველდა და ერთ-ერთი რეფორმა, რომელსაც ახლა სახელმწიფო  ახორციელებს, არის  ამ მიმართულებით, რომ უფრო  გამჭვირვალე და  მეტად  კონკურენტული გარემო  შეიქმნას და პირდაპირი შესყიდვების შემთხვევები, იგივე რაღაც  კონკრეტულ  შემთხვევებში პირობების  მორგება მინიმუმამდე იყოს  დაყვანილი.

 

ის  პრეტენზიები, რაც მესმის  კერძო  სექტორისგან, რიგ  შემთხვევებში არ  არის დადასტურებული და  გავს  თავიანთი  არაკონკურენუნარიანობის  შეფუთვის  მცდელობებს, ამიტომ  კერძო  სექტორის  მხარეც  არ მინდა  ღიად  დავიჭირო,  თუმცა  არსებობს  კომუნიკაციების  მეტი  შესაძლებლობები“, - აღნიშნა გიორგი  პაპავამ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up