გიორგი პერტაია - ინვესტორები გადაწყვეტილებას კვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობის საფუძველზე იღებენ

გიორგი პერტაია - ინვესტორები გადაწყვეტილებას კვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობის საფუძველზე იღებენ

access_time2020-12-09 12:10:23

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები.

შეხვედრისას, გიორგი პერტაიამ ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე ქვეყანაში და ამ პროცესებში სავაჭრო პალატის აქტიურ ჩართულობაზე.

,,ინვესტორები ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას იღებენ რამდენიმე ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით, კერძოდ, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის, გადასახადების და ასევე, კვალიფიციურ მუშახელზე ხელმისაწვდომობის კუთხით. დღეს, ბიზნეს და განათლების სისტემას შორის მოთხოვნა-მიწოდება აცდენილია. ჩვენი მიზანია, რომ მოთხოვნა-მიწოდების თანხვედრა მოხდეს შრომის ბაზარზე. ამ პროცესში კი, სავაჭრო პალატამ გარკვეული როლი უნდა შეასრულოს. პროფესიული განათლების ხელშეწყობა პალატის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და დავიწყებთ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის იგეგმება უნარების სააგენტოს დაფუძვნება, რომელიც იქნება წამყვანი სააგენტო პროფესიული განათლების კუთხით“ -განაცხადა გიორგი პერტაიამ.


პროფესიული განათლების კვირეული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „Skills4Jobs“-ის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
კვირეულში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up