გიორგი პერტაია - ვმუშაობთ აქტიურად ევროკავშირთან და ევროპალატასთან, რომ ქართულ მწარმოებლებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ ევროპულ ბაზრებთან

გიორგი პერტაია - ვმუშაობთ აქტიურად ევროკავშირთან და ევროპალატასთან, რომ ქართულ მწარმოებლებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ ევროპულ ბაზრებთან

access_time2020-06-11 14:05:29

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა და ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი პერტაიამ, ევროპალატის პრეზიდენტმა, კრისტოფ ლეიტლმა, თურქეთის პალატათა და ბირჟათა გაერთიანების პრეზიდენტმა, რიფატ ჰისარჩიკლიოღლუმ და სერბეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, მარკო კადესმა ონლაინ შეხვედრა გამართეს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან, ონლაინ შეხვედრისას ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით მიზნობრივ დახმარებებზე, ბიზნეს სექტორში პანდემიის ფონზე შექმნილ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებზე იმსჯელეს.


შეხვედრისას, გიორგი პერტაიამ ისაუბრა ევროკავშირისა და ევროპალატის მხარდაჭერის პროექტის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ მნიშვნელობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომელიც მოიცავს ექვსივე პარტნიორ ქვეყანას და პირდაპირ ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ინტეგრაციას.
„პროექტის მიზანია ამ ქვეყნებიდან მეტი ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტზე გატანა და ევროკავშირის ქვეყნებში რეალიზების ხელშეწყობა. უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა ევროკავშირთან თანამშორმლობისა და მიზნობრივი მხარდაჭერის საშუალებით"-აცხადებს გიორგი პერტაია.


მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ევროპალატის მიერ გაკეთდა კვლევა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, თუ რა ფაქტორები უშლიან ხელს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას და გამოავლინა რიგი პრობლემები ამ კუთხით, მათ შორის ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა , სურსათის უვნებლობის პროცედურების გავლა ევროკავშირში და ა.შ. კვლევაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაც.
„ევოკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენებისთვის 900 მილიონი ევრო გამოყო. როგორც აღინიშნა ევროკავშირი გეგმავს ინკლუზიური ეკონომიკის გაძლიერების კუთხით მიმართოს ეს დაფინანსება, რაც ნიშნავს ჩვენს შემთხვევაში ექსპორტის გაზრდას. ხოლო, ექსპორტი რომ გავზარდოთ, ამისთვის საჭიროა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმ ბარიერებისა და დაბრკოლებების შემცირებას, რაც კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რათა მარტივი გახდეს ევროკავშირში სავაჭრო პარტნიორის მოძიება“- აღნიშნავს პალატის პრეზიდენტი.



გიორგი პერტაიას თქმით, შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, რომლებსაც აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, დაიწყოს მოლაპარაკებები აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.


,,ჩვენ ვართ ბიზნეს საზოგადოება და ბუნებრივია, ჩვენთვის მეტი სავაჭრო შეთანხმება ნიშნავს მეტ შესაძელობებს"-აცხადებს გიორგი პერტაია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up