საქართველოს ეროვნული ბანკის ექს–პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის SWIFT–დან ჩახსნით ქვეყანა ეკონომიკის 5–10%–ს დაკარგავს, გაუნახევრდება ექსპორტი და სხვა სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგება.
„რუსეთის ჩახსნა საგადასახადო სისტემა SWIFT-იდან, სხვადასხვა გათვლებით (ირანის ანალოგის გათვალისწინებით), მხოლოდ ეს გამოიწვევს ოკუპანტის:
- 5-10% ეკონომიკურ ვარდნას
- ექსპორტის 30-50% შემცირებას
- დეპოზიტების და სხვა სავალუტო სახსრების მნიშვნელოვან გადინებას
- გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას“, – წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.