„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. 9 აპრილს გმირულად დაღუპულებმა მართლაც შექმნეს უახლესი ისტორია. მათ თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს არის როგორც ტკივილის, ტრაგიკული დღე, ასევე დიდი გამარჯვების, ერთიანობის დღე. ათეული წლების შემდგომ, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ასეთი გმირების დაფასება. ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ ადამიანების სახელები მომავალ თაობებს შემოვუნახოთ.
საკრებულოსთვის დიდი პატივია საქართველოსთვის თავდადებული, 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, რომელზეც 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელობის ქუჩების სახელდების საკითხები განიხილეს.
გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისში 9 აპრილის მოვლენების შედეგად დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩა იქნება.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს