გიორგი ხანიშვილი  სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

გიორგი ხანიშვილი სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

access_time2022-03-25 13:20:00

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. სამოქალაქო კომიტეტი ნაწილია იმ ინსტიტუციური რეფორმის, რომელიც ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.



შეხვედრაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულების სახელმწიფო პროგრამები, ასევე, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდაჭერის, დაცული ტერიტორიების, ეკოტურიზმისა და რესურსების მართვის საკითხები განიხილეს.



„ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობა ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდასაჭერად. მრავალი წელია, ევროკავშირი ჩვენი პარტნიორია და ხელს გვიწყობს, მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია. რეგიონში დღეს არსებულმა ვითარებამ, მნიშვნელოვნად დააჩქარა პროცესები-საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.




როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც პრიორიტეტების გამოკვეთის, სახელმწიფო პოლიტიკის თუ პროგრამების შემუშავების ეტაპზე, ასევე, მათი განხორციელების პროცესის მეთვალყურეობის თვალსაზრისითაც.
„კომიტეტი საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე მივიღოთ საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად სწორი და რეალური გამოხმაურება/შეფასება და მოვახდინოთ მათი შეჯერება იმ შესაძლებლობებსა და რესურსებთან, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს აქვს, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არსებული რესურსი დაიხარჯოს ეფექტიანად, გამჭვირვალედ, რათა მივაღწიოთ მიზანს და მივიღოთ სასურველი შედეგი“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.



საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (EU-ENPARD) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახორციელებს ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს, სოფლის გაძლიერებას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ეფექტიანი და გამჭვირვალე თანამშრომლობით არსებული გამოწვევების დაძლევას, შესაძლებლობების გამოყენებას და ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკასთან პროგრესული თავსებადობის მიღწევას.



სამოქალაქო კომიტეტი, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების საფუძველზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მონიტორინგის კომიტეტების მანდატის გათვალისწინებით, 2021 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის, ასევე სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანად განხორციელების პროცესებში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობას და ხელს უწყობს სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას ანალიზისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების გზით. არსებული სამოქალაქო კომიტეტი ქვეყანაში მოქმედ 29 წამყვან ორგანიზაციას აერთიანებს. კომიტეტი ღიაა სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების საკითხებზე მომუშავე პროფესიული ასოციაციებისთვის და სამოქალაქო ორგანიზაციათა გაერთიანებებისთვის.



სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები, საჯარო და სამოქალაქო სექტორის, ასევე არასამთავრობო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა ENPARD-ის ფარგლებში, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას მოდერაციას უწევდა UNDP-ის პროექტის მენეჯერი ნოდარ კერესელიძე.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up