გიორგი ხანიშვილმა პროექტის „გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამა საქართველოში“ ფარგლებში გამართული დასკვნითი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გიორგი ხანიშვილმა პროექტის „გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამა საქართველოში“ ფარგლებში გამართული დასკვნითი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა

access_time2022-12-01 11:15:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა  მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამა საქართველოში“ (GQSP-Georgia) ფარგლებში გამართული დასკვნითი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.


„ლაბორატორიული სექტორის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის ზრდისთვის. პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო განვავითაროთ ლაბორატორიული სისტემა. ქართველ მეწარმეს  შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს სრული ლაბორატორიული მომსახურება. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო განხორციელებული პროექტის წარმატება და მადლობა გადავუხადო პროექტის ინიციატორებს, დონორებსა და ყველა ჩართულ მხარეს, რომელთაც შეძლეს ამ სისტემის ჩამოყალიბება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია, დანერგოს მისი კონტროლის სრული ჯაჭვი და ამავე დროს მიაწოდოს მსოფლიოს ჯანსაღი ქართული პროდუქცია", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს,  საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც; ასევე, გაეცნენ  საქართველოს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების სტრატეგიულ გზამკვლევს, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა. გზამკვლევში ასახულია ყველა ის საკითხი და გამოწვევა, რაც დღეს ლაბორატორიების წინაშე არსებობს.



საქართველოს ლაბორატორიების ინფრასტრუქტურის გზამკვლევის არსებობის ფაქტი მნიშვნელოვანია, როგორც სამინისტროსთვის საერთო პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით, ასევე კერძო ლაბორატორიებისთვისაც.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზოგადი მიდგომაა, გააძლიეროს სექტორული ასოციაციები, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, სწორად განსაზღვროს სამომავლო განვითარების გეგმები, სუსტი და ძლიერი მხარეები.


ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) და ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up