გიორგი ხანიშვილმა სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ხანიშვილმა სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-10-01 12:10:00

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის ონლაინ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



სამოქალაქო კომიტეტის მიზანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ხელი შეუწყოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესებას.



შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროექტ „სოფლის განვითარების გაუმჯობესება“ თანამშრომლობით ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროპული ტიპის წარმმართველი ორგანოსა (Managing Authority) და გადამხდელი სააგენტოს (Paying Agency) ჩამოყალიბებას.



„ინსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანია სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნისთვის. რეფორმის განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის მხრიდან აქტიური ჩართულობა. მადლობას ვუხდი ევროკავშირის და UNDP-ის ექსპერტებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარებისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.




სამოქალაქო კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, ევროკავშირის სოფლის განვითარების საკითხებში ექსპერტმა მოსაზრებები წარადგინა მსგავსი კომიტეტების მუშაობის წესზე, პროცესში მონაწილე მხარეების როლსა და ევროპულ გამოცდილებაზე.



შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტატისტიკური კრებულები, რომლებიც მოიცავს როგორც უშუალოდ მემცენარეობის და მეცხოველეობის მიმართულებების, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის ამსახველ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღნიშნული პუბლიკაციები მნიშვნელოვანი დოკუმენტებია სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების საკითხებით დაინტერესებული საჯარო და სამოქალაქო პირებისთვის.



სამოქალაქო კომიტეტის ონლაინ გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროების, სამოქალაქო კომიტეტის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები და ექსპერტი ევროკავშირის სოფლის განვითარების საკითხებში ესწრებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up