PMC–ის კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის თქმით, თუ პროტესტი მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გადაიზარდება პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ამას შეილება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე, მაგრამ იმ ფორმით, როგორც ახლაა, ეკონომიკურ პროცესებზე არ იმოქმედებს.
„ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ ამის საშიშროებას. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება პროცესები. ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის უკმაყოფილების გამოხატვა არჩევნებისადმი და მოსახლეობის ნაწილი, რომელიც იზიარებს მათ პროტესტს. გააჩნია განვითარებას, თუ პოლიტიკურ კრიზისამდე მივალთ, რა თქმა უნდა აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, საპროცენტო განაკვეთეზე და ა.შ. ჩიხური მდგომარეობა არ გვაქვს, რაც ნიშნავს რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა/დაწესებულება თავის ფუნქციას ასრულებს,“ – აღნიშნავს „ბიზნესპარტნიორთან“ გიორგი ხიშტოვანი.
business-partner.ge