ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, Twitter-ის გვერდზე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ამ გზაზე, ლიეტუვის მხარდაჭერაზე წერს.
„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. ქალბატონო პრეზიდენტო [მიმართავს სალომე ზურაბიშვილს], ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, - წერს ლიეტუვას პრეზიდენტი.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.