გივი ორდენიძე: SUBWAY-მ იმპორტირებული ნედლეულის ადგილობრივით ჩანაცვლება ვერ შეძლო

გივი ორდენიძე: SUBWAY-მ იმპორტირებული ნედლეულის ადგილობრივით ჩანაცვლება ვერ შეძლო

access_time2021-12-28 17:40:00

Subway Georgia-მ იმპორტირებული ნედლეულის ადგილობრივით ჩანაცვლება ვერ შეძლო. Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გივი ორდენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მაგრამ განმსაზღვრელია ის, რომ Subway Georgia-ს შემთხვევაში ადგილობრივი პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს.


„ჩვენ ხორცპროდუქტები ევროკავშირიდან შემოგვაქვს, კომპანია, რომლისაგანც ჩვენ ნედლეულს ვიღებთ, 5000 რესტორანს ევროპის მასშტაბით ამარაგებს. შესაბამისად, მოცულობა დიდი აქვს და ფასი, აქედან გამომდინარე, შედარებით დაბალი. ჩვენ რომ ადგილობრივი კომპანიისგან ავიღოთ ეს პროდუქცია, პრობლემა მოცულობაში იქნება. ეს კომპანია უნდა მოემსახუროს 8 რესტორანს, ჩადოს ინვესტიცია და მოამზადოს ზუსტად ის პროდუქტი (ჩვენი რეცეფტურით), რაც ჩვენ გვჭირდება. შესაბამისად, ეს მას იაფი არ დაუჯდება,“ - აცხადებს ორდენიძე.


მისივე განცხადებით, ქართული ბაზარი არ არის მზად ასეთი პროდუქტების წარმოებისთვის, ბაზარი პატარაა, კომპანიას კი სპეციფიური პროდუქტი სჭირდება.


„საქართველოში არ იწარმოება ისეთი პროდუქტები, რომელსაც მხოლოდ Subway მოიხმარს, მაგალითისთვის, ფილადელფიური სტეიკი. შესაბამისად, ეს რომ ქართულმა კომპანიამ მხოლოდ Subway-სთვის გააკეთოს, ამისთვის ხაზი უნდა განავითაროს. ეს კი ჩემთვის შესაძლოა ძვირი გამოვიდეს,“ - აცხადებს ორდენიძე.



Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს ხშირ შემთხვევაში ნედლეული იმპორტით შემოაქვს, რაც თავისთავად ზრდის ფასს. შესაბამისად, Subway-სთვის ეს მომხიბვლელი არ არის.


„ამ მიზეზების გამო ვერ ვახერხებთ ადგილობრივ ნედლეულზე გადასვლას, თორემ სურვილი გვაქვს. ერთის მხრივ, ეს ჩემთვის კარგი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ვიყიდი ლარში და არა ევროში. მეორეს მხრივ, ახლოს მექნება და ტრანსპორტირება ძვირი არ დამიჯდება,მომიტანენ ადგილზე, რაც მოსახერხებელი იქნება და ბოლოს, ქართული ფული ქვეყანაში დარჩება და ფარგლებს გარეთ არ გავა,“-აცხადებს ორდენიძე.


ბიზნესმენი გამოსავალს ბაზრის განვითარებაში ხედავს.


საქართველოში Subway ამ დროისთვის 8 ფილიალითაა (6 - თბილისი, 2 - ბათუმი) წარმოდგენილი. აქედან 1 ლოკაციის ცვლილების გამო დროებით დახურულია და 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.


წყარო: business-partner.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up