გლაუკომა - ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში პაციენტთა სკოლის შეხვედრები ტარდება

გლაუკომა - ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში პაციენტთა სკოლის შეხვედრები ტარდება

access_time2022-03-10 11:35:40

მარტში გლაუკომის მსოფლიო კვირეული ტარდება. კვირეულს, რომელიც გლაუკომაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, საქართველოც უერთდება - „ნიუ ჰოსპიტალსი“ დაინტერესებულ პირებს პაციენტთა სკოლის შეხვედრებზე იწვევს. შეხვედრებს ოფთალმოქირურგი, მედიცინის დოქტორი, მარიამ გოლოვაჩოვა გაუძღვება. ექიმი გვიყვება, რომ კვირეულის მიზანი გლაუკომის ადრეულ სტადიაზე გამოვლენაა, რათა მხედველობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუნარჩუნდეს.


მისი თქმით, შეხვედრებზე პაციენტებს შეეძლებათ მიიღონ პასუხი მათთვის  საინტერესო ყველა კითხვაზე გლაუკომის, მისი ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსება.


„პაციენტებს ჩაუტარდებათ ოფთალმოლოგის კონსულტაცია, დიაგნოსტირებისთვის გამოყენებული იქნება უახლესი, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა. ასევე შესაძლებელია ფასდაკლებით ჩატარდეს ელექტროფიზიოლოგიური კვლევა დიოფსის აპარატზე, მხედველობის ნერვის დისკის კონფოკალური ლაზერული ტომოგრაფია, კომპიუტერული პერიმეტრია. პირს 40 წლის ზემოთ წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ აქვს შესაძლებლობა დაესწროს ღონისძიებას“, - განაცხადა მარიამ გოლოვაჩოვამ.


მედიცინის დოქტორი ამბობს, რომ ტერმინი „გლაუკომა“ აერთიანებს თვალის დაავადებათა დიდ ჯგუფს, რომლის დროსაც თვალშიდა წნევა მუდმივად ან პერიოდულად აღემატება ტოლერანტულ (ინდივიდუალურ ასატან) მაჩვენებლებს, ვითარდება მხედველობის ნერვის დისკოს და ბადურას განგლიური უჯრედების დამახასიათებელი დაზიანება (გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათია) და მხედველობითი ფუნქციების გლაუკომისთვის დამახასიათებელი დარღვევები.


„პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა  –  ქრონიკული, პროგრესირებადი, შეუქცევადი ნეიროპათიაა სიბრმავის პოტენციური განვითარებით. წინა საკნის კუთხე ღიაა, ხოლო ძირითადი რისკფაქტორებია თვალშიდა წნევის მაჩვენებლები და ასაკი“, - ამბობს მედიცინის დოქტორი.



ოფთალმოქირურგი გვიყვება, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 2020 წელს მსოფლიოში გლაუკომით დაავადებულია 76 მილიონი ადამიანი. 2045 წელს მოსალოდნელია გლაუკომით დაავადებულთა რიცხვმა 111.8 მილიონს მიაღწიოს (ზრდა 32%).


„სამწუხაროდ, გლაუკომა ხშირ შემთხვევაში ასიმპტომატურია და პაციენტი მოგმართავს უკვე განვითარებულ ან შორსწასულ სტადიაზე. დაავადება უმეტესწილად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, ხშირად აღნიშნავენ პაციენტები მხედველობის პერიოდულ დაბინდვას, ცისარტყელას მსგავს რგოლებს ნათურის გარშემო, ცრემლდენას. ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია დაავადების მართვისთვის და მხედველობის შენარჩუნებისთვის. სასურველია გავითვალისწინოთ რისკ ფაქტორები, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადია გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასეთმა პაციენტებმა 40 წლის შემდეგ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ რუტინული გამოკვლევები და ოფთალმოლოგის კონსულტაცია. თვალის ელექტროფიზიოლოგიური კვლევები გვაძლევს საშუალებას გლაუკომის დიაგნოზი დავადასტუროთ მანამ, სანამ გამოვლინდება კლინიკური დაზიანება და დავიწყოთ სათანადო მკურნალობა ადრეულ სტადიაზე“ - აცხადებს მარიამ გოლოვაჩოვა.


მარიამ გოლოვაჩოვას თქმით, გლაუკომის დიაგნოსტირება დაავადების სტადიაზე დამოკიდებულია.


„ადრეულ სტადიაზე დიაგნოზის დადასტურებისთვის რუტინული კვლევების გარდა რეკომენდებულია მაღალტექნოლოგიური კვლევები: თვალის ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, მხედველობის ნერვის კონფოკალური ლაზერული ტომოგრაფია, კომპიუტერული პერიმეტრია; ხოლო განვითარებულ სტადიაზე შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ რუტინული კვლევა.“ ამბობს მარიამ გოლოვაჩოვა.


მარიამ გოლოვაჩოვას განცხადებით, მკურნალობის მიზანია პაციენტის მხედველობითი ფუნქციების და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება, პროგრესირების შეჩერება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დანიშნულების სწორად, შესაბამისად შესრულება – პაციენტის მკურნალობისადმი დამყოლობა.


გლაუკომის მკურნალობა მიმართულია თვალშიდა წნევის დაქვეითებაზე. თითოეული პაციენტისთვის თვალშიდა წნევის ზედა ზღვარი ინდივიდუალურია და ამიტომ სამიზნე წნევაც განსხვავდება, დამოკიდებულია გლაუკომის ფორმაზე და სტადიაზე.


„მედიკამენტოზური თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში მივმართავთ ქირურგიულ მეთოდს. თანდაყოლილი გლაუკომის შემთხვევაში პირველადი არჩევის მკურნალობა ქირურგიული ჩარევაა. ოპერაციის ტიპი განისაზღვრება გლაუკომის ფორმის და სტადიის გათვალისწინებით. ქირურგიული ჩარევის მიზანია მოხდეს თვალშიდა წნევის მოწესრიგება, შეიქმნას გზა წყალწყალა ნამის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად. არსებობს ანტიგლაუკომატოზური სადრენაჟო სისტემები, რომელთა საშუალებითაც ხდება ასევე წყალწყალა ნამის ცირკულაციის მოწესრიგება. ქირურგიული ჩარევა ძირითადად ამბულატორიულ პირობებში ტარდება გამონაკლისების და პედიატრიული საჭიროების გარდა. თანდაყოლილი გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა მხოლოდ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრშია შესაძლებელი.“ - განმარტავს მარიამ გოლოვაჩოვა.


(R)


თეგები:
გლაუკომა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up