Global Finance-მა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ბანკად აღიარა

Global Finance-მა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ბანკად აღიარა

access_time2022-10-25 13:20:00

Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „SME Bank Awards 2023“ თიბისი საუკეთესოდ დასახელდა ორ ნომინაციაში - საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საქართველოში.



„თიბისისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს აღიარება. Global Finance-ის ჯილდოები ნათლად ადასტურებენ, რომ თიბისი გამორჩეული და საუკეთესოა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ეს ჯილდო არის ჩვენი მრავალრიცხოვანი პროექტისა და ხარისხიანი პროდუქტების მორიგი აღიარება, რომელთა საშუალებითაც ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას,“ - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.



SME Bank Awards-ი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის რიგით მეორე ყოველწლიური დაჯილდოვებაა, რომლის გამარჯვებულები მსოფლიოს ყველა კონტინეტიდან - ჯამში 70-მდე ქვეყნიდან შეირჩნენ.



„მცირე მეწარმეობა ყველა ქვეყანაში ეკონომიკის სასიცოცხლო ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ფართო სპექტრს მოიცავს, თითოეულ ბიზნესს აქვს სპეციფიკური საჭიროებები, რომელსაც ინდუსტრია, სექტორი თუ გეოგრაფია განაპირობებს. Global Finance-მა დააჯილდოვა ის საფინანსო ინტიტუტები, რომლებიც ფოკუსირდებიან ამ სეგმენტზე და კარგად ესმით, რა სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს მათ ქვეყანაში,“ - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.




Global Finance-მა გამარჯვებულები თავად ბანკების მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით გამოავლინა, რომლის დროსაც შეისწავლეს ინდუსტრიის ინსაიდერების, აღმასრულებლებისა და ტექნოლოგიების ექსპერტების მოსაზრებები.



ჟურნალი Global Finance-ი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში. Global Finance-ი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.


NS




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up