გლობალურ ბაზართან შედარებით საქართველოში ოქროს ფასი შედარებთ დაბალია

გლობალურ ბაზართან შედარებით საქართველოში ოქროს ფასი შედარებთ დაბალია

access_time2022-08-25 11:00:47

გლობალურ ბაზარზე 24 აგვისტოს მონაცემებით 1 უნცია ( 31,1 გრამი) ოქროს ფასი 1750,80 დოლარია. Kitco.com- ის მოხსენებაში, ნათქვამია, რომ ინდექსი 2021 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 20%-ით დაეცა. რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

„კომერსანტმა“ ოქროს ბაზრის შეფასება ოქროს ექსპერტს ხათუნა გაჩეჩილაძეს სთხოვა, მის განმარტებით  გლობალურ ბაზარზე მაღალი ხარისხის ოქრო სინჯით 999 - ერთი გრამი 158,85 ლარია, 1 გრამი არგენტუმი ანუ ვერცხლი 1,72 ლარია, პლატინა 80,007 ლარი,ხოლო რაც  შეეხება როდიუმს, რომელიც საიუველირო საქმეში ვერცხლის ან სხვა ნაკეთობის,  ბიჟუტერიის მოსაპირკეთებლად გამოიყენება, მისი ღირებულება 1 უნციაზე 12 500 ლარს შეადგენს.

 

 რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, მსოფლიო ტრენდისგან განსხვავებული ფასებია ოქროს ბირჟაზე.

 

„ოქროს შეფასებისას მნიშვნელობა აქვს ნაკეთობასაც, მაგალითად, რომ  იყიდო რუსული ნაკეთობა, კარგი ნივთი, იქ ოქროს შემცველობა მაღალია და გრამი 115 ლარი ღირს, რაც შეეხება შერეულ ნაკეთობას მისი ღირებულება 1 გრამზე დაახლოებით  93 ლარი გამოდის.

 


ზოდები, რომელიც შეიძლება იყოს 100 გრამიანი ან 20 გრამიანი, თავისი ნომრით, ე.წ. დამღით და ა.შ. 1 გრამის ღირებულება 230 ლარი ღირს, თუმცა პრიმიტიული წესით დამზადებული ოქროს ზოდი, რომ იყიდო მისი ფასი გრამზე 193 ლარია.

 

რაც  შეეხება შედარებით დაბალი ხარისხის ოქროს სინჯით 375, მისი ფასი ერთ გრამზე 39,50 ლარია. ხოლო სინჯით 750 – 119,55 ლარი. ასე მერყეობს ოქროს ფასი დღეს ბირჟაზე.

 

„ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით ტენდენცია ცოტა დაბალია, თუმცა ვფიქრობ რომ ახლო მომავალში ფასი გაიზრდება. მაგალითად იყო პერიოდი როდესაც  ოქრო ძალიან იაფი ღირდა, მაგალითად 2005 წელს საქართველოში ერთი გრამი ბაჯაღლო ოქრო 14 ლარადაც იყიდებოდა“ - აღნიშნა ხათუნა გაჩეჩილაძემ.

 

 

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up