„გლობალურ ბაზარზე ყავაზე ფასის ზრდის და ლოგისტიკური ხარჯების გაძვირების მიუხედავად, კაფსულებზე ფასი შევინარჩუნეთ“ -  მეამა

„გლობალურ ბაზარზე ყავაზე ფასის ზრდის და ლოგისტიკური ხარჯების გაძვირების მიუხედავად, კაფსულებზე ფასი შევინარჩუნეთ“ - მეამა

access_time2022-09-28 15:00:04

ბრაზილიაში ყავის მარაგი იწურება და მსოფლიო ყავის დეფიციტი შორს არ არის, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ზე  დაყრდნობით გამოცემა industryleadersmagazine ავრცელებს.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ ბრაზილიის მარაგი შესაძლოა შვიდ მილიონ ტომრამდე შემცირდეს, მაშინ როდესაც კომფორტული რაოდენობისთვის 12 მილიონი  60 კილოგრამიანი ტომარაა საჭირო. 

 

გლობალურად ყავაზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ყავის მარცვლეულის დეფიციტი გარდაუვალია. კვლევითი კომპანია hEDGEpoint Global markets-ის კვლევის თანახმად, გასულ წელს გლობალურ ბაზარზე ყავაზე მოთხოვნა 2%-ით , ხოლო ამ სეზონზე 1.5% - ით არის გაზრდილი. არაბიკას ყავის მარცვლები მსოფლიო ყავის წარმოების თითქმის 75%-ს შეადგენს. 

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ხდება საქართველოში ყავის ბაზარზე, როგორია მოთხოვნა და ხომ არ გამოიწვია მსოფლიოში დეფიციტის  საფრთხემ ყავაზე ფასის მატება და საქართველოში ყავის კაფსულების მწარმოებელ კომპანია მეამას დაუკავშირდა.

 

როგორც კომპანიაში გვითხრეს “მეამას“ ყავის მწვანე მარცვალი 18 ქვეყნიდან შემოაქვს. ესენია:  ბრაზილია, კოლუმბია, კუბა, ეკვადორი, გვატემალა, მექსიკა, ეთიოპია, კენია და სხვა.  კომპანიაში ადასტურებენ, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რიგ ქვეყნებში ყავის მოსავლის რაოდენობა ნამდვილად შემცირდა, რამაც მსოფლიოს მასშტაბით პროდუქციაზე ფასის ზრდა გამოიწვია. კომპანიაში „კომერსანტს“ ასევე უთხრეს, რომ ზოგადად ყავაზე ფასის ზრდა განპირობებულია არა მხოლოდ დეფიციტის არამედ ლოგისტიკური ხარჯების ზრდითაც, თუმცა “მეამა“ არსებული ფასის შენარჩუნებას ამ ეტაპზე მაინც ახერხებს.


 

„მწვანე მარცვალი  მეამას მაღალტექნოლოგიურ საწარმოში იხალება, იფქვება და კომპანიის ყავის ტექნოლოგების მიერ შემუშავებული რეცეპტების მიხედვით, იქმნება სხვადასხვა სახეობის კაფსულის ყავა.

 

ექსტრემალური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რიგ ქვეყნებში ნამდვილად შემცირდა ყავის მოსავლის რაოდენობა, რამაც გამოიწვია პროდუქციაზე ფასის ზრდა, ასევე ფასის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია მომატებული ლოჯისტიკური ხარჯებიც.

 

მიუხედავად მსოფლიოში ყავის მარცვალზე ფასის ზრდის ტენდენციებისა, კომპანია საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციით, ცდილობს არსებული ფასი შეინარჩუნოს და არ გააძვიროს პროდუქცია“. - აცხადებენ კომპანიაში.

 

რაც შეეხება  საქართველოში ყავაზე მოთხოვნას,  კომპანია „მეამას“ წარმომადგენელი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ “მეამას“ პროდუქციაზე მიმდინარე წელს და განსაკუთრებით ბოლო თვეებში მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია.

 

„მოთხოვნა გაზრდილია როგორც საცალო გაყიდვების, ასევე B2B მიმართულებით და  ჰორეკა სექტორში. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს და საინტერესო ბიზნეს გადაწყვეტილებები შევთავაზოთ სხვადასხვა სექტორს“, - აცხადებენ კომპანიაში. 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up