გლობალურ ბაზრებზე სურსათის გაძვირების ახალი ტალღა იწყება - რა მოლოდინი აქვთ ქართველ იმპორტიორებს

გლობალურ ბაზრებზე სურსათის გაძვირების ახალი ტალღა იწყება - რა მოლოდინი აქვთ ქართველ იმპორტიორებს

access_time2021-11-03 12:00:25

საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტების გაძვირებას პროგნოზირებენ. მსოფლიო ბაზრების ანალიტიკოსების ინფორმაციით,  ამის მიზეზი ხორბლის მაღალი ფასია, რაც გავლენას სხვა კატეგორიის საკვებ პროდუქტებზეც მოახდენს. ამის შესახებ Bloomberg  წერს.



კერძოდ,  ჩიკაგოს საფონდო ბირჟაზე, 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, ბუშელი ხორბლის საბაზრო ღირებულებამ 8 დოლარს გადააჭარბა.



ექსპერტები ხორბლის ფასის მატებას ამინდის არახელსაყრელ პირობებსა და სასუქის ფასების ზრდას უკავშირებენ.



ჩიკაგოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ხორბლის მარტის ფიუჩერსის ფასები ბუშელზე 8,08 დოლარამდე გაიზარდა.



გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ ხორბლის ფასი ზედიზედ მეექვსე თვეა იზრდება, ხოლო მხოლოდ ოქტომბერში ის 6,5%-ით გაიზარდა. 




სააგენტო ასევე მიიჩნევს, რომ ხორბალზე ფასების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა საკვები პროდუქტების ფასების მატებაც მთელ მსოფლიოში. 



აღსანიშნავია, რომ  მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასების ინდექსი გასული პერიოდის განმავლობაში იზრდებოდა.  2021 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 1.2%-ით გაიზარდა და 130 პუნქტს აღწევს, რაც 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 



გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ეს ძირითადად განპირობებულია მცენარეული ზეთების, მარცვლეულის და შაქრის ფასების ზრდით.



ფასების ზრდის მოლოდინი აქვთ ქართველ იმპორტიორებსაც. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს,  გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესი გადამდები აღმოჩნდება ადგილობრივი ბაზრისთვისაც, რასაც განაპირობებს როგორც ლარის მაღალი კურსი, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებიც, მათ შორის, თურქული ლირის გაუფასურება.



,,ფასები მსოფლიოში ყველაფერზე იზრდება. 2 მთავარი ფაქტორი, რაც საქართველოში პროდუქტის ფასზე აისახება, გლობალური ფასი და ლარის კურსია. შესაბამისად, ვიღებთ იმ მოცემულობას, როგორიც დღეს სამომხმარებლო ბაზარზეა. ველოდებით, რომ ფასები მოიმატებს, მაგრამ რა მაჩვენებლით და კონკრეტულად რა პერიოდიდან, ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. ფასები მიბმულია ეროვნული ვალუტის კურსზე. ბოლო 2  წლის განმავლობაში მხოლოდ აღმავალი ტრენდია ფასებში.  ჩვენ ვითვალისწინებთ ასევე საწვავის ფასსაც, რაც ასევე მაღალი მაჩვენებლითაა  გაძვირებული, ხოლო ლოგისტიკა პირდაპირ დისტრიბუციაზეა მიბმული. გასათვალისწინებელია რეგიონის ფაქტორიც, თურქული ლირა უფასურდება,  ეს ტენდენცია თუ დიდხანს გაგრძელდება და იქ დაიწყება ფასების შემცირების პროცესი, ამას ქართული ბაზარიც იგრძნობს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა დავიცვათ ეროვნული ვალუტა და ლარიც არ მიყვეს ლირას, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - აცხადებს ივა ჭყონია.



ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის დასაწყისიდან მკვეთრად გაიზარდა სამომხმარებლო ფასების ინდექსი როგორც განვითარებულ, ასევე მზარდ და განვითარებად ქვეყნებში. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია პანდემიის პირობებში მიწოდების მხარეს წარმოქმნილი შეფერხებებით, ასევე, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე პროდუქციის ფასების მზარდი დინამიკით. 



საქართველოში საკვები პროდუქტების ფასების ინდექსი სექტემბერში 32.8%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


ამასთან, ნავთობის ფასი კი თითქმის გაორმაგებულია.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up