გლობალურ რეიტინგებში საქართველოს პოზიციები უმეტესად უმჯობესდება

გლობალურ რეიტინგებში საქართველოს პოზიციები უმეტესად უმჯობესდება

access_time2021-12-17 14:00:00

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები ბოლო წლებში გაუმჯობესებულია. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ტენდენცია პანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნდება. გარკვეული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს რეიტინგი უსაფრთხოების, კორუფციასთან ბრძოლის და რამდენიმე სხვა მიმართულებით აშკარად პოზიტიურია. მაგალითისთვის, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტით – უსაფრთხოების დონით, საქართველო 27-ე ადგილზეა.



თუმცა კომპონენტში, რომელიც ინფრასტრუქტურის დონეს შეეხება, საქართველო 74-ე ადგილს იკავებს, რაც საყურადღებოა. ეკონომისტების შეფასებით,  ამ მაჩვენებლის გამოსწორება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს.



საერთო ჯამში, როგორც ეკონომიკის ექსპერტი, ანალიტიკოსი  ვახტანგ ჭარაია აცხადებს,  საქართველო უკვე ფასობს, როგორც კარგად ჩამოყალიბებული, დემოკრატიული და ეკონომიკური სივრცე.



,,რეიტინგი დგინდება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. მართალია, კვლევა ტარდება ადგილზე, მაგრამ შედეგს დამკვეთი კომპანიები ავტომატურად  აგენერირებენთ თვითონ, აკვირდებიან ,,საქსტატის“ მონაცემს და სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევებს, გამამართლებელ და გამამტყუნებებელ განაჩენებს ადარებენ და სხვა, რის საფუძველზეც დგინდება შედეგი. მარტო მიწოდებული კვლევის საფუძველზე არ განმოაქვთ დასკვნა. რაც შეეხება უსაფრთხოების დონით საქართველოს რეიტინგს, ვთვლი, რომ საკმაოდ პოზიტიურია. კონკურუფციის თვალსაზრისითაც, ერთ-ერთი მსუყე პოზიცია გვაქვს. მართალია, რიგი მიმართულებით არის ნეგატიური შეფასებებიც, მაგრამ მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი შედეგია. კონკრეტული პასუხი, თუ რამ შეიტანა ამაში ყველაზე მეტი წვლილი და რა ფაქტორმა განსაზღვრა, ვერ გეტყვით, სხვადასხვა კვლევის და სტატისტიკური მონაცემების ერთობლიობაა, რის საფუძველზეც რეიტინგი დადებითია ან უარყოფითი“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია და დასძენს, რომ

 



ამავე რეიტინგებში პოზიციები გარკვეული მიმართულებით გასაუმჯობესებელია, რაზეც სწორება უნდა გააკეთოს ქვეყანამ და ვითარება გამოასწოროს.



,,ინფრასტრუიქტურის თვალსაზრისით, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით, ზომები გასაძლიერებელია. კვლევისას გამოიკვეთა, რომ კადრების მომზადება-გადამზადების მხრივ არის პრობლემა და სხვა. ერთ-ერთი კითხვარი, სადაც კარგი ადგილი გვიჭირავს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების თანაფარდობაა, ამ მხრივ შედეგი კარგია, თუმცა ასევე გამოჩნდა, რომ ჩვენი განათლების ხარისხი საკმაოდ სუსტია. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით დგება. ეს ეხება 2019 წლის მონაცემს, მაგრამ კვლევა პანდემიურ პერიოდში რომ ჩატარდეს, ვფიქრობ, ჩვენი შედეგი ნამდვილად იქნება გაუმჯობესებული. რამდენიმე მიმართულებით უკეთესი შედეგი გვქონდა პანდემიის მიუხედავად და ეს სამომავლოდ ახალ რეიტინგებში აისახება. სხვა ქვეყნები ბევრად უარეს მდგომარეობაში ჩავარდნენ კორონავირუსის გამო. საქართველომ პანდემიის მართვის კუთხით დადებითი შეფასება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრს არ მოსწონს ეს სიტუაცია“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ვახტანგ ჭარაია.



შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2004 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. გამონაკლისია 2020-2021 წლები, რადგან პანდემიის გამო რეიტინგი არ განახლდა. შესაბამისად, ახლა მოქმედი რეიტინგი რეალურად 2019 წლის რეიტინგია.



ეკონომიკური ფორუმის განმარტებით, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გამოიხატება ინსტიტუტების განვითარებაში, მთავრობის პოლიტიკასა და ბუნებრივ ფაქტორებში, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს. რეიტინგში ცალკე არის გამოყოფილი უსაფრთხოების დონე, რომელიც კრიმინალისა და მკვლელობების დონეს, ტერორისტულ საფრთხეს და პოლიციისადმი ნდობას მოიცავს. ეკონომიკური განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო მნიშვნელოვანი წინაპირობაა.



უსაფრთხოების კრიტერიუმების შესაფასებლად გამოყენებულია როგორც ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა, ასევე მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვა. ბოლო რეიტინგი 141 ქვეყანას მოიცავს.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up