„ამ ვითარებაში, გლობალურად ინფლაციური წნეხის გამწვავებას მოველით მოკლევადიან პერიოდში“ - სებ

„ამ ვითარებაში, გლობალურად ინფლაციური წნეხის გამწვავებას მოველით მოკლევადიან პერიოდში“ - სებ

access_time2022-03-11 14:00:46

ლარმა ბოლო პერიოდის გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა და 10 მარტს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 3.4019 გახდა,  მაშინ როდესაც წლის დასაწყისში 3.0892-ს არ აღემატებოდა. თუმცა დღევანდელი ოფიციალური კურსით ლარი მცირედით გამყარდა და დოლართან მიმართებით 3.3189 გახდა. ლარის გაუფასურებას რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ნეგატიურ მოლოდინებსა და ქვეყანაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირებენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. რაც შეეხება ინფლაციას, 2022 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 13.7 პროცენტი შეადგინა.


საქართველოს ეროვნულ ბანკში კი აცხადებენ, რომ მცურავ გაცვლით კურსს აქვს თვისება, როდესაც რაიმე მოლოდინები არსებობს, ის მაშინვე იწყებს მუშაობას და ისახება კურსში. რისკები, რაც ახლა არის შეფასებული, ამ ეტაპზე უკვე ასახულია გაცვლით კურსში. რაც შეეხება ინფლაციას, როგორც „კომერსანტს“ სებ-ში განუცხადეს, მიმდინარე მოვლენების შედეგად, თავისთავად, მსოფლიო ეკონომიკას რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება მოუწევს და მოკლევადიან პერიოდში, წარმოების ჯაჭვების გადაწყობა წარმოების ხარჯებს გააძვირებს.


„წლის დასაწყისში 2022 წლის გლობალური ეკონომიკის მთავარ გამოწვევად მაღალი ინფლაციის შემცირება მიიჩნეოდა. უკრაინაში მიმდინარე ომმა ეს პრობლემა კიდევ მეტად გაამწვავა. რუსეთის ეკონომიკას გლობალური წარმოების ჯაჭვში თავისი როლი და წვლილი აქვს, კერძოდ რუსეთი მსოფლიო ბაზარზე რიგი ნედლეულებისა და ენერგო რესურსის მიმწოდებელია. მიმდინარე მოვლენების შედეგად, თავისთავად, მსოფლიო ეკონომიკას რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება მოუწევს და მოკლევადიან პერიოდში, წარმოების ჯაჭვების გადაწყობა წარმოების ხარჯებს გააძვირებს. მაგალითად, უკვე სახეზეა ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ვითარებაში, გლობალურად ინფლაციური წნეხის გამწვავებას მოველით მოკლევადიან პერიოდში. თუმცა მსოფლიო ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ დღეს გვაქვს არაორდინალური ვითარება. გლობალურ ეკონომიკას მოკლევადიანად აუცილებლად ექნება დანაკლისი და ეს ყველა ქვეყნის ეკონომიკასა და, შესაბამისად, მათ მოსახლეობაზეც აისახება. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, და, დარწმუნებული ვართ, საქართველოს საზოგადოებასაც, მათ შორის, ბიზნესსაც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მოკლევადიან პერიოდში მსგავსი რყევები არის ის ფასი, რომლის გაღების პასუხისმგებლობა იტვირთა მსოფლიოს ჯანსაღმა ნაწილმა იმისათვის, რომ დემოკრატიულ, ჯანსაღ, თავისუფალ, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამყაროში გაგრძელდეს ცხოვრება, მათ შორის საქართველოში.



ეროვნული ბანკი თავის წვლილს შეიტანს ამ დამატებით ინფლაციური წნეხის შერბილებაში, რისი მთავარი ბერკეტიც ადეკვატური მონეტარული პოლიტიკაა, რასაც აქამდეც მივდევდით და, მომავალშიც გავაგრძელებთ“,  აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს მხოლოდ ერთი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. 9 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი, აუქციონზე კი 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა.


2021 წელს კი სებ-მა 9 ინტერვენციით 332.9 მილიონი დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 4,078,074,900 დოლარს შეადგენს.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up