გლობალური ბაზრის კრიზისის ფონზე გრანთ თორნთონი მდგრადობას ინარჩუნებს

გლობალური ბაზრის კრიზისის ფონზე გრანთ თორნთონი მდგრადობას ინარჩუნებს

access_time2020-12-18 17:00:22

ლონდონი - 15 დეკემბერი 2020: გრანთ თორნთონ ინტერნეშენალმა ფინანსური წელი შეაჯამა. 2020 წლის 30 სექტემბრის

მონაცემებით, ქსელში შემავალი კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 5,76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან

შედარებით 0,6%-ით არის გაზრდილი. მუდმივი კურსის პირობების* გათვალისწინებით, ზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

და 1,6%-ს შეადგენს, რაც ჯამურად 5,81 მილიარდი აშშ დოლარია.


კერძოდ:

- სტრატეგიულად მზარდ ბაზრებზე გრძელვადიანი ინვესტიციების შედეგად, ფინანსური ზრდის ორციფრიანი მაჩვენებელი დაფიქსიდა ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია (+ 33,4%), გერმანია (11,9%), ინდოეთი(+ 14,8%), მალაიზია (11,8%) და სინგაპური (19,9%).

- ევროპის დიდი ფირმებიდან აღსანიშნავია ფინანსური ზრდა დანიაში (9,4%), საფრანგეთში (5,6%), გერმანიაში (11,9%),

საბერძნეთში (14,6%), ირლანდიაში (8,2%), ნიდერლანდებში (9,6%), შვედეთში (4.6%) და შვეიცარიაში (5.4%).

- ცენტრალური ევროპის ფირმებიდან აღსანიშნავია ზრდა ავსტრიაში (+ 13,1%), ჩეხეთში (67,3%), პოლონეთში (+ 17,3%) და სლოვაკეთში (+ 29,8%).

- ჩრდილოეთ ამერიკაში მცირე ზრდის მიუხედავად, კანადაში ჩვენს ფირმებში ზრდა დაფიქსირდა: Canada LLP-5,8% და RCGT-3,6%.

- ქსელის სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია ძლიერი ზრდა არგენტინიდან (41,6%), კორეიდან (20,7%) და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (10,1%).



- სტაბილური ზრდა დაფიქსირდა მომსახურების ყველა მიმართულებით, აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება (+3,2%), საკონსულტაციო (+ 0,6%) და საგადასახადო (+ 0,5%).

გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ბოდინი აღნიშნავს: „2020 წელს COVID-19-მა გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, როგორც პირადი, ასევე პროფესიული კუთხით. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, მიმდინარე წლის მარტში გლობალური პანდემია გამოაცხადა, გრანთ თორნთონის წევრმა

ფირმებმა მეტად გაამახვილეს ყურადღება თანამშრომლების, კლიენტების და მათი ბიზნესის მხარდასაჭერად.


„ამ უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე, გრანთ თორნთონის წევრმა ფირმებმა მსოფლიოს მასშტაბით მოქნილობა და მდგრადობა აჩვენეს. აღსანიშნავია მათი კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და თანამშრომლობა როგორც კლიენტების მიმართ, ასევე ერთმანეთთან მიმართებაში და მე ვამაყობ გრანთ თორნთონის წევრი ფირმებით“.


მსოფლიოში მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, წევრმა ფირმებმა სწრაფად შეძლეს ვირტუალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, ზოგ შემთხვევაში ერთი ღამეშიც. ეს ყოველივე კი, ბოლო წლების განმავლობაში, ქსელში ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტირების დამსახურებაა. ქსელის შესაძლებლობების განვითარება საშუალებას გვაძლევს შევნარჩუნოთ ოპერირების შესაძლებლობები და ასევე დავეხმაროთ კლიენტებს, გაუმკლავდნენ პანდემიით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ შოკს. ამ გამოწვევას გრანთ თორნთონის ფირმებმა მთელი მსოფლის გარშემო, ემპათიით, ინოვაციებით და თავიანთ კლიენტებზე ზრუნვით უპასუხეს.


”მიუხედავად იმისა, რომ მომავალი გაურკვეველი რჩება, 2021 წელს ვაქცინის იმედი და წლევანდელი მნიშვნელოვანი ზრდა ძლიერ პოზიციაში გვაყენებს. ეს გვაძლევს საფუძველს იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ინვესტიცირება ჩვენს მულტიდისციპლინარულ მოდელში და გვქონდეს შესაბამისი ბერკეტები Covid–ის შემდგომი შესაძლებლობების გამოსაყენებლად” - ამატებს ბატონი პიტერი.

შეჯამება:

- ამერიკა უდიდესი რეგიონია შემოსავლების მიხედვით, რაც შეადგენს შემოსავლის 45.5% (+ 0,0%); შემდეგ მოდის EMEAს ქვეყნები (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) რომელიც 36,6% -ს შეადგენს (+ 2,7%) და აზიის წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები 17,9% -ით (-1,8%).


- აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურების შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 40,4% (2,32 მილიარდი აშშ დოლარი, + 3,2%) შეადგინა; საკონსულტაციო მომსახურების შემოსავალმა - 36.0% (2,08 მილიარდი აშშ დოლარი +0,6%), ხოლო საგადასახადო სერვისების - 21,8% ($ 1,26 მილიარდი + 0,5%). სხვა სერვისებმა ჯამში 1.8% შეადგინა.


- ახალი კომპანიების შერწყმა და გაერთიანებებმა ჯამში 65 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36 ტრანზაქციით მეტია 2019 წელთან შედარებით. ხუთ რეგიონში განხორცილებული ტრანზაქციების შედეგად, იზრდება სტრატეგიული შესაძლებლობები, რაც ძირითად ბაზრებზე აისახება ბიზნესის დაგეგმვის ნაწილში, COVID-19-ის გამოწვევების მიუხედავად.


- წლის განმავლობაში ადამიანური რესურსები 3.9%-ით გაიზარდა და ჯამში 58229 ადამიანი შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს ჩვენს ინვესტიციებს და ვალდებულებებს მათ მიმართ მსოფლიოს გარშემო. წელს ასევე აღსანიშნავია, ჯუდიტ სპრაიზერის დანიშვნა GTIL– ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ.


- ორი ახალი ფირმა დაემატა ქსელს ჩილეში და თერქს-ქაიქოსის კუნძულებზე.

 

(R)

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up