გლობალური კლიმატის ცვლილების გამო, ყავის მოსავლიანობა სწრაფად იკლებს. ავსტრალიელი მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს გამოიწვევს მარცვლეულის დეფიციტს და უფრო მაღალ ფასებს. კვლევა ავსტრალიელმა მკვლევრებმა ჟურნალ PLOS Climate-ი გამოაქვეყნეს.
მკვლევრებმა გაანალიზეს ტემპერატურის, ნალექის და ტენიანობის დონის გავლენა 1980-დან 2020 წლამდე ყავის მოსავლიანობაზე 12 წამყვან მწარმოებელ ქვეყანაში - ბრაზილიაში, ეთიოპიაში, ჰონდურასში, პერუში, გვატემალაში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, ვიეტნამში, ინდოეთში, ინდონეზიაში, უგანდასა და კოლუმბიაში. დადგინდა, რომ მითითებულ პერიოდში ყველა რეგიონში დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, ხოლო ყველაზე საშიში ანომალიები 2010 წლიდან 2020 წლამდე იყო.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ადრე ყავის მოსავლის შემცირება გამოწვეული იყო სიცივითა და ძლიერი წვიმით, ბოლო ათწლეულში კი პირიქით მოხდა,ბოლო ათწლეულში ყავის მოსავლიანობაზე გავლენას სიცხე და გვალვა ახდებს. სამომავლოდ ტემპერატურის ზრდა გაგრძელდება, რაც ყავის წარმოებასთან და ყავაზე გაძვირებას გამოიწვევს, წერენ მეცნიერები.
კლიმატის ცვლილების გამო, 2050 წლისთვის ყავის მოსაყვანად შესაფერისი ფართობი 50%-მდე შემცირდება. ამავდროულად, კვლევის მიხედვით, ტემპერატურის მატების გამო ყველაზე, ნაკლებად დაზარალდება სამხრეთ-აღმოსავლეთი ბრაზილია და სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპია.