გლობალური ეკონომიკის შენელება შეიძლება გრძელვადიანი იყოს, — ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა დევიდ მალპასმა Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მალპასმა თქვა, რომ დაბრკოლებაა მუდმივი ინფლაცია და ახალი ინვესტიციების დეფიციტი. მისი განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის შენელება შეიძლება 2023-2024 წლებში გაგრძელდეს და ეს შემაშფოთებელია.
„როგორც თქვენ ხედავთ, მომდევნო ორი წელი ძნელი იქნება იმის თქმა, რომ აღდგენა ძლიერი იქნება,“ - თქვა მან.
მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმ მოუწოდა მთავრობებს, უზრუნველყონ ფინანსური დახმარება, დაეხმარონ ხალხს ენერგეტიკული ფასების შოკებთან გამკლავებაში, მაგალითად - არ განახორციელონ გადახდები ღიად.
”როდესაც მთავრობები სუბსიდირებენ თავიანთ მოქალაქეებს, რაც პოლიტიკურად აუცილებელი და მიმზიდველია, ეს უნდა იყოს დროში შეზღუდული და მიზანმიმართული.
იმის ნაცვლად, რომ ყველას მისცეთ სარგებელი ახლო მომავალში, გააკეთეთ ეს ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე ვიწრო ჯგუფისთვის, რომელიც შეიძლება დაზარალდეს მაღალი ფასებით” - თქვა მალპასმა.