„გლობალური პანდემიის დროს, ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო“ - შალვა პაპუაშვილი

„გლობალური პანდემიის დროს, ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო“ - შალვა პაპუაშვილი

access_time2022-09-02 00:30:00

„გლობალური პანდემიის დროს, ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო - მათ აიღეს პასუხისმგებლობა თანამემამულეებზე არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, არამედ ქვეყნის ფარგლებშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „წარმატებული ემიგრანტების“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და „დიასპორის სახლს“ მადლობა გადაუხადა.


მისი თქმით, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია.


შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულმა დიასპორამ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს თანამემამულეებს განსაკუთრებული დახმარება გაუწია.



„მძიმე პერიოდი გავიარეთ პანდემიის გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ გამოწვევამ გვაჩვენა, თუ რამდენად მსხვრევადია სამყარო, რამდენად ადვილად შეიძლება, რომ ერთ დღეში შეიცვალოს ბევრი რამ, რაც ჩვეული ყოფის ნაწილი გვგონია. ეს იყო დიდი გამოწვევა მთლიანად მსოფლიოსთვის. ჩვენი ქვეყნისა და ერის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენმა დიასპორამ განსაკუთრებული ტვირთი აიღო საკუთარ თავზე. მათ, როგორც წარმატებულმა ექიმებმა ან როგორც მოხალისეებმა, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ თანამემამულეებზე. მართლაც, სასწაულის მომსწრენი ვიყავით, როდესაც ვაკვირდებოდით, როგორ მოხდა თვითორგანიზებით ამხელა ქსელის შექმნა, რომლის იმედი ჰქონდათ არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, არამედ საქართველოში მყოფ ადამიანებსაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დიასპორასთან აქტიურ კომუნიკაციაშია.


ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას გადაუხადა მადლობა, რომელიც, მისივე თქმით, აქტიურად თანამშრომლობს დიასპორის წარმომადგენლებთან.


​„საქართველოს პარლამენტი ცდილობს, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ კომუნიკაციაში იყოს დიასპორასთან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბექა ოდიშარიას, რომელიც პარლამენტის ხიდია ჩვენს დიასპორასთან და ამას პირადად ვგრძნობთ თითოეული დეპუტატი, მათ შორის, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას, რომ პარლამენტი ასე გაააქტიურა ამ სფეროში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up