გლობალური პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე - „თეგეტა მოტორსმა“ ლუის ჰამილტონის რჩეული საავტომობილო ზეთი Petronas Syntium შემოიტანა

გლობალური პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე - „თეგეტა მოტორსმა“ ლუის ჰამილტონის რჩეული საავტომობილო ზეთი Petronas Syntium შემოიტანა

access_time2022-10-03 16:46:46

„თეგეტა“, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია რეგიონში, გლობალური ბრენდების წარმომადგენლობების გაფართოებაზე მუდმივად ზრუნავს. ქართულ ბაზარზე წამყვანი საერთაშორისო ბრენდი - Petronas გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი.


Petronas-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოო ჯამში, „თეგეტამ“ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა.


ბოლო პერიოდის განმავლობაში პეტრონასთან თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო. მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით მათ ოფიციალურ წარმომადგენლობებთან. როგორც მოგეხსენებათ, „თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს. საავტომობილ ინდუსტრიის განვითარებაზე თეგეტა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც ზრუნავს. მათთვის მნიშვნელოვანი იყო მსხვილი, სანდო და გამოცდილი პარტნიორი, შესაბამისად, არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს. მოლაპარაკებები არ იყო მარტივი, თუმცა შევძელით, გვეჩვენებინა ჩვენთან თანამშრომლობის  უპირატესობები“, - აცხადებს თენგიზ ლელუჩაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.


„თეგეტა მოტორსში“ უკვე შესაძლებელია Petronas-ის მსუბუქი ავტომობილების პრემიუმ ხაზის ზეთების Syntium-ის შეძენა, რომელსაც კომპანია °CoolTec™ ტექნოლოგიით აწარმოებს. Syntium იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას.



Petronas Syntium Cooltech+ გაგრილების ტექნოლოგიით შექმნილია იმისათვის, რომ ძრავის დაზიანებები აკონტროლოს, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს ძრავის პოტენციური ენერგია. 3%-ით უფრო ეფექტური წვის მეშვეობით კი ძრავის ეფექტიანობა მაქსიმალურია,  რის შედეგადაც უფრო მაღალი სიჩქარის განვითარება ნაკლები წვითაა შესაძლებელი.


სწორედ ამიტომ Syntium მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში უკვე წლებია გამოიყენება. ფორმულა 1-ის პილოტი, შვიდგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი სწორედ Petronas Syntium-ის მომხმარებელია. ავტომრბოლელი თავის სარბოლო Mercedes-ის ძრავის ავტომობილში სწორედ Syntium-ის ზეთს იყენებს, რაც მის ისედაც ძლიერ ავტომობილს, დამატებით, გამარჯვებისთვის საჭირო შესაძლებლობებს სძენს.




„გაგრილება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი პოტენციალი ვაჩვენოთ. უნდა ვაკონტროლოთ სიმხურვალე და შევინარჩუნოთ სიგრილე. მეტი ენერგია და ნაკლები დაბინძურება“, - ასე აფასებს F1-ის ლეგენდარული პილოტი ლუის ჰამილტონი Syntium-ს.


აღსანიშნავია, რომ Syntium ასეთი მაღალი ეფექტიანობით არა მხოლოდ სპორტულ ავტომობილებს, არამედ მსუბუქ ავტომობილებსაც უზრუნველყოფს. მისი უპირატესობა ხარისხი, მრავალფეროვანი არჩევანი და ფასია. რაც შეეხება მახასიათებლებს, გასათვალისწინებელია ის, რომ „პეტრონასის“ ზეთი ყველა საავტომობილო ბრენდში გამოიყენება.


PETRONAS SYNTIUM-ის ასორტიმენტი, რომელიც პირველად 1997 წელს გამოჩნდა, დღეს აღიარებული, დამტკიცებული და აკრედიტებულია ძირითადი ავტომწარმოებლების მიერ. ძრავის ზეთების მაღალი ხარისხი ისეთ საერთაშორისო სტანდარტებს აჭარბებს, როგორებიცაა ILSAC GF-4 და API SM.


„შემდეგი ეტაპი უკვე ასორტიმენტის გაზრდაა, რაზედაც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ასევე ვგეგმავთ „პეტრონასის“ სხვადასხვა ძირითადი ხაზის პროდუქციის შემოტანასაც, ისეთების, როგორებიცაა სატვირთო და სპეცტექნიკისათვის საჭირო საპოხი საშუალებები“, - ამბობს „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.


კომპანიასთან „თეგეტა“ არა მხოლოდ ასორტიმენტის ზრდაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, არამედ ამბიციური გეგმის განხორციელებასაც გეგმავს, რომლის თანახმადაც, „თეგეტა“ Petronas-ს მთელ რეგიონში წარმოადგენს.


პეტრონასისთვის“ ჩვენი რეგიონი საკმაოდ საინტერესოა. ბრენდი  არაერთ მსხვილ ქალაქშია წარმოდგენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რომ „თეგეტა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში იყოს მათი პარტნიორი. „პეტრონასთან“ ერთად, რეგიონის ბაზარზე გასვლა ჩვენი სამომავლო, ამბიციური გეგმის ნაწილია“, - აცხადებს ლელუჩაშვილი.


ცნობისთვის, დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც ბაზარზე თითქმის 30 წელია ოპერირებს, 300-მდე საერთაშორისო ბრენდის პარტნიორია და რეგიონში 150,000-ამდე დასახელების პროდუქტის მიმწოდებელია. „პეტრონასთან“ პარტნიორობა „თეგეტას“ პორტფელში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მომხმარებლებისთვის, დამატებით, მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას გულისხმობს.

1974 წელს დაფუძნებული „პეტრონასი“ კი, გლობალური მასშტაბით, ინდუსტრიის ტოპ 10 კომპანიას შორის წამყვან პოზიციას იკავებს. „პეტრონას ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალი PETRONAS LUBRICANTS INTERNATIONAL (PLI) ფლობს და ოპერირებას უწევს შერევისა და შევსების 10 ობიექტს მთელ მსოფლიოში. მათი ჯამური კომბინირებული წლიური წარმადობა კი 800,000 ტონაა. Petronas-ის 30-ზე მეტი წარმომადგენლობა 23 ქვეყანაში მუშაობს.

 

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up