● ესპანურმა მიტანის სერვისის პლატფორმამ, რომელსაც Lugard Road Capital და Luxor Capital Group ხელმძღვანელობენF სერია-ში 450 მლნ ევრო დაფინანსება მოიპოვა
● ახალი ინვესტიციების მოზიდვის შემდეგ, Glovo მიტანის სერვისის ბაზარზე საკუთარ პოზიციას აძლიერებს და გლობალური ლიდერის სტატუსს იმკვიდრებს.
მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის მოთამაშე Glovo - მ , დღეს გამოაცხადა, რომ სერია F– ის დაფინანსების რაუნდში რომელსაც ნიუ-იორკში საინვესტიციო მენეჯერები, Road Capital და Luxor Capital Group ხელმძღვანელობენ 450 მილიონი ევროს ინვესტიცია მოიპოვა.
რაუნდში ასევე დაბრუნდნენ და მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ინვესტორებმა, როგორებიცაა Delivery Hero, Drake Enterprises და GP Bullhound, რაც კომპანიის ინვესტიციებზე არსებული აქციონერების დიდ მოთხოვნას ხაზს უსვამს და მიტანის სერვისის მნიშვნელობის ზრდაზე მეტყველებს.
დაფინანსების უახლესი რაუნდის შემდეგ, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ესპანური სტარტაპი Glovo იმ 20 ქვეყნის ბაზარზე განახორციელებს ინცესტიციას, სადაც ამჟამად ოპერირებს. კომპანია ასევე ყურადღებას გაამახვილებს ახლად შექმნილი Q-Commerce (სწრაფი კომერცია) ზრდაზე, რაც ამ ბაზრებზე მისი სტრატეგიული ვალდებულების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
წლის დასაწყისში, Glovo– მ 100 მილიონ ევროიანი პარტნიორობა შვეიცარიაში მდებარე უძრავი ქონების კომპანია Stoneweg– თან, Dark Stores ქსელის განსავითარებლად გამოაცხადა. კომპანიის გუნდს შეემატა ახალი ტექნოლოგიების აღმასრულებელი დირექტორი, ნარეკ ვერდიანი, რომელიც American Express-ში საინჟინრო ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა და სწორედ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება Glovo–ს ბარსელონას, მადრიდისა და ვარშავისოფისების საინჟინრო გუნდის 300-დან 500-ადამიანამდე გაფართოება.
Q- კომერციის განყოფილება ულტრა სწრაფი მიწოდების სერვისით გამოირჩევა
Glovo–ს მიერ მოპოვებული ინვესტიციის მთავარი პრიორიტეტი ყველა იმ ბაზარზე, სადაც ოპერირებს Q–commerce ვერტიკალი და მისი მულტი-კატეგორიული შეთავაზებების გამრავალფეროვნება იქნება.
კომპანია, რომელსაც 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი და პრემიუმ პარტნიორების ბაზარი ჰყავს, ადგილობრივი პარტნიორობის მეშვეობით სასურსათო პროდუქტებისა და საცალო კატეგორიების ზრდას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს.
დიდ ქალაქებში მას უკვე შეუძლია , რომ ულტრა სწრაფი მიწოდება 10 წუთის განმავლობაში Dark Stores ქსელის საშუალებით უზრუნველყოს.
კომპანია მუდმივად მზადა არის, რომ მომხმარებლების ახალ მოთხოვნებს მოერგოს. სასურსათო პროდუქციის კატეგორიის ზრდისთვის,Glovo გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორობის ისეთივე პირობებით მოძიებას, როგორსაც დიდ სუპერმარკეტებს: Carrefour-ს, Continente-სა და Kaufland-ს სთავაზობს.
კომპანი ამჟამად Dark Stores ქსელის საშუალებით ისეთ ქალაქებში ოპერირებს, როგორებიცაა ბარსელონა, მადრიდი, ლისაბონი და მილანი. სულ მალე მაღაზიები ვალენსიაში, რომში, პორტოსა და ბუქარესტში გაიხსნება. კომპანიის მიზანია, რომ 2021 წლის ბოლოსთვის, ბაზრებზე 200 Dark Stores არსებობდეს.
ოსკარ პიერი, Gლოვო- ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:
”მოხარული ვართ, რომ Luxor Capital Group-ისა და Lugard RoadCapital-ის ინვესტორები მხარს გვიჭერენ . ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ ძალიან, სწრაფად განვვითარდით, მაგრამ ჩვენი ხედვები უცვლელი დარჩა. ეს ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს გავაორმაგოთ ძირითადი ბაზრები, უფრო სწრაფად ჩამოვყალიბდეთ ლიდერად იმ ადგილებში, სადაც უკვე ძალიან ძლიერი ვართ და გავაგრძელოთ სწრაფი კომერციის განყოფილების გაფართოება, ჩვენს უნიკალურ შეთავაზებში კიდევ უფრო მეტი ინოვაცია შევიტანოთ და მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ.”
ჯონათან გრინი, Lugard Road Capital-ის დამფუძნებელი და პორტფოლიოს მენეჯერი:
” Glovo - ში ჩვენი ინვესტიცია ასახავს ჩვენს ერთგულებას კომპანიისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ, რომლებიც განაგრძობენ ინოვაციების
შეტანას მიტანის სერვისის ბაზარზე. როგორც Glovo– ს გრძელვადიანი ინვესტორი, ჩვენ სიხარულით ვუყურებთ, რომ კომპანია თავისი უნიკალური მულტი კატეგორული შეთავაზებები მომხმარებელთა აღფრთოვანებას განაგრძობს, როგორც არსებულ, ისე ახალ ლოკაციებზე.
Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ერთ საათზე ნაკლები დროში იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ჰყავს.
Glovo ევროპის, ლათინურ ამერიკისა და აფრიკის მასშტაბით 20 ქვეყანაში ოპერირებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს:
(R)