Glovo-ს პროექტი „კურიერებისთვის“ - როგორ გრძელდება შრომის ახალი სტანდარტების დანერგვა

Glovo-ს პროექტი „კურიერებისთვის“ - როგორ გრძელდება შრომის ახალი სტანდარტების დანერგვა

access_time2022-04-14 10:55:27


  • ინიციატივა „კურიერებისთვის“ ადგენს სოციალური უფლებების ახალ სტანდარტს, რომელიც მოიცავს სამართლიან ანაზღაურებას, გაუმჯობესებულ დაზღვევას, 360° უსაფრთხოებასა და კურიერთა საზოგადოებაზე ზრუნვას. 


  • საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ეს ინიციატივა ამოქმედდა. 


თბილისი, 14 აპრილი, 2022 — Glovo, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მრავალკატეგორული მიწოდების პლატფორმა, დღეს მნიშვნელოვან განახლებას აანონსებს „კურიერებისთვის“ შესახებ. ეს ინიციატივა 2021 წლის ოქტომბერში ამოქმედდა და წარმოადგენს კომპანიის ვალდებულებას, გაზარდოს კურიერებისთვის სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა და შესთავაზოს სხვადასხვა შეღავათი, განურჩევლად კომპანიაში დასაქმების თუ სამუშაო სტატუსისა. 



„კურიერებისთვის“ შეიქმნა პროექტ Fairwork-ის რჩევებითა და რეკომენდაციებით. ინიციატივა ადგენს ახალ სტანდარტებს, რომელიც მოიცავს სამართლიან საათობრივ ანაზღაურებას, დამატებით სადაზღვევო სარგებელს და ტრენინგზე ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოებას და უფასო სასწავლო კურსებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ გიგ-ეკონომიკა კურიერებისთვის წარმოადგენს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს და ამიტომაც, აუცილებელია მათთვის სოციალური უფლებებისა და სხვადასხვა შეღავათის ხელმისაწვდომობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმატით იყენებენ კურიერები პლატფორმას.





პროგრამის დაწყებიდან ამ დრომდე, Glovo კურიერებს სთავაზობს:


  • უსაფრთხოება და მისი უზურნველყოფა (360° უსაფრთხოება) — კურიერებისთვის საგზაო უსაფრთხოების კურსები.


  • 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის მარტში, Glovo-მ კურიერებს საგზაო უსაფრთხოების ტრენინგები შესთავაზა. აღნიშნულ ინიციატივაში 300 სკუტერის და 300-მდე მანქანის მძღოლი ჩაერთო. EASST Academy-სთან და Fédération Internationale de l'Automobile-თან (FIA) პარტნიორობით, პროექტის მიზანია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და კურიერებისთვის მნიშვნელოვანი გაიდლაინების შეთავაზება - როგორ აირიდონ თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევები.
  • პირველადი დახმარების ტრენინგები, სადაც 300 სკუტერის მძღოლი ჩაერთო. აღნიშნული პროექტის პარტნიორები არიან EASST და Fédération Internationale de l'Automobile (FIA). ტრენინგების მიზანია მძღოლების ინფორმირება, საგანგებო სიტუაციების დროს, უსაფრთხოების აღჭურვილობის სწორად გამოყენების შესახებ. 
  • კურიერების საზოგადოებაზე ზრუნვა — დღეს კურიერები სარგებლობენ უფასო კურსებით მეწარმეობის, IT უნარების ან ენების მიმართულებით, რათა განავითარონ პროფესიული უნარები. ჩვენ გვსურს გზა გავუხსნათ კურიერებს, რათა ცხოვრებაში შემდეგი ნაბიჯი გადადგან და განავითარონ თავიანთი უნარები კურსების, ტრენინგებისა და შეხვედრების მეშვეობით, რათა შეაფასონ ცოდნისა და უნარების როლი კარიერულ განვითარებაში. ჩვენ გვჯერა, რომ იყო კურიერი, ეს არის მარტივი და ხელმისაწვდომი გზა სამუშაო ბაზარზე შესასვლელად; მაგრამ არა სამუდამო არჩევანი. 
  • Impact Hub-ის ტრენინგების პირველი სერია გასული წლის დეკემბერში დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში, 25-მა კურიერმა მიიღო მონაწილეობა. Impact Hub Tbilisi არის პროფესიული საწევრო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია ინდივიდების, საწარმოების, დამწყები ბიზნესების და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პოზიტიურ გავლენას ახდენენ საქართველოზე. ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში აერთიანებს  85-ზე მეტ Impact Hub-სა და 15000-ზე მეტ წევრს. ეს არის რესურსების უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც ადამიანებს შთაგონებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს სთავაზობს. კურიერებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა „როგორ დავიწყოთ ბიზნესი დამოუკიდებლად?“. ტრენინგის მიზანია საკურიერო საზოგადოების გაძლიერება და მათთვის მეწარმეობის, ბიზნესის მენეჯმენტის ან IT უნარების ტრენინგის სერვისების მიწოდება, რაც კურიერებს პროფესიული უნარების განვითარებასა და დამატებითი ცოდნის მიღებაში ეხმარება.
  • რაც შეეხება ანაზღაურებას, რომელიც მთელი პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, Glovo-მ კურიერებს შესთავაზა უფრო სამართლიანი შემოსავალი - რაც ნიშნავს ყოველსაათობრივი ანაზღაურების სრულ გამჭირვალობას, კურიერის სამუშაო ფორმატის მიუხედავად. „ერთგულების ბონუსი“ მოიცავს შესულებული ან გაცვლილი სამუშაო დროის ანაზღაურებას. ხოლო შემოსავალი ფიქსირებულია და დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობაზე, გასავლელ მანძილსა და ლოდინის დროზე. ასევე, მომხმარებელთა მიერ დატოვებული „ჩაის“ 100%, კურიერების საკუთრებაა. აღსანიშნავია, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლის შემთხვევაშიც, სრულად ანაზღაურებადია გაუქმებული შეკვეთა. 





„კურიერებისთვის“ ფარგლებში, მიმდინარეობს დამატებითი ქმედებები. Glovo პარტნიორ კურიერს სთავაზობს დამატებით შეღავათებს: ფასდაკლებებს, უსაფრთხოების ტრენინგებს, ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას და გასაჩივრების შესაძლებლობას, G-სწავლებას, დეკრეტულ, მამობისა და ავადმყოფობის შვებულებას. დამატებითი შეღავათები ამოქმედდა ყველა კურიერისთვის, 10-ვე ქალაქში, სადაც Glovo ოპერირებს. 






საშა მიქაუდი, Glovo-ს თანადამფუძნებელი: „ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ინიციატივა ადგენს ინდუსტრიის ახალ სტანდარტს უფრო სამართლიანი გიგ-ეკონომიკისთვის. Glovo-ში ჩვენ ყოველთვის გვსურდა, რომ ჩვენს კურიერებს უფრო სამართლიან სოციალურ უფლებებზე ჰქონოდათ წვდომა, მიუხედავად მათი საკონტრაქტო ურთიერთობისა. 2023 წლისთვის ჩვენ ველოდებით, რომ ვითანამშრომლებთ დაახლოებით 240,000 კურიერთან მთელს მსოფლიოში და ჩვენ მზად ვართ თითოეულ მათგანს შევთავაზოთ უკეთესი სოციალური უფლებები, შეღავათები და ასევე, დავიცვათ მათი ავტონომია და მოქნილი გრაფიკი, რომელსაც ისინი ასე აფასებენ.“  





Fairwork-ის აუდიტის პროცესი


„კურიერებისთვის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებები დაექვემდებარება გარე აუდიტს (Fairwork) და ყველა დასკვნა იქნება საჯარო. როგორც დამოუკიდებელი მხარე, Fairwork არ მონაწილეობს კომპანიის შიდა აქტივობებში, მაგრამ დააკვირდება და შეაფასებს იმ პროგრესს, რაც უფრო სამართლიანი სამუშაო პირობების ხუთ პრინციპს მოჰყვება.



დასასრული




Glovo-ს შესახებ:


Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 23 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.



დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: www.glovoapp.com



(R)


თეგები:
Glovo



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up