“GM Pharma”-მ საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPhI WorldWide 2021-ზე წარადგინა

“GM Pharma”-მ საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPhI WorldWide 2021-ზე წარადგინა

access_time2021-11-18 09:55:00

2021 წლის 9 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით “GM Pharma” მონაწილეობდა უდიდეს საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPhI WorldWide 2021, რომელსაც წელს ქ. მილანი (იტალია) მასპინძლობდა.


“GM Pharma”-მ საქართველო ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგინა. კომპანიის მთავარი ამოცანა ახალი კონტაქტებისა და კონტრაქტების მოძიება და ასევე მსოფლიოში ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიებთან უკვე დაწყებული თანამშრომლობის გაღრმავება გახლდათ, რაც თავის მხრივ კომპანიის მთავარი მიზნისთვის - ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის - მომზადების წინაპირობას წარმოადგენს.


საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPhI Worldwide გლობალური პლატფორმაა. იგი ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჩართულ ათასობით პროფესიონალს, მწარმოებელს, მომწოდებელსა თუ შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. 170-ზე მეტი მონაწილე ქვეყნისა და 1400-ზე მეტი ფარმაცევტული კომპანიის მონაწილეობით CPhI WorldWide წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქტების უდიდეს პრესტიჟულ გამოფენას მსოფლიოში.




ფარმაცევტული კომპანია “GM Pharma”-სთვის გამოფენა CPhI Worldwide 2021-ზე საქართველოს წარდგენა უდიდეს წარმატებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც გახლდათ, რადგან კომპანია მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი ეგზიბიტორი (ექსპონენტი) იყო საქართველოდან.
ამჟამად “GM Pharma” აქტიურად ემზადება ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის; შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად აღნიშნულ გამოფენაზე კომპანიამ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. ღონისძიების ფარგლებში “GM Pharma”-ს  გუნდმა გამართა უამრავი წარმატებული სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებში მოღვაწე ფარმაცევტული კომპანიების მენეჯმენტთან - განხილულ იქნა ტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელების გეგემები ევროპული ქვეყნებიდან საქართველოში, Out-licesning და in-licensing პროექტები, ევროპულ კომპანიებთან ერთად მედიკამენტების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები “GM Pharma”-ს  კვლევა-განვითარების ლაბორატორიაში (ე.წ R&D co-development), აგრეთვე ევროპული კომპანიებისთვის კონტრაქტული წარმოება “GM Pharma”-ს  ფარმაცევტულ ქარხანაში საქართველოში.
„შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “GM Pharma“ კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოსაა კომპანიის მთავარ საშუალოვადიან მიზანთან, რომ 2023-2024 წლისთვის შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე; 2021 წლის გამოფენაზე წარმატებული მონაწილეობით კიდევ უფრო გაიზარდა კომპანიის საერთაშორისო ცნობადობა, “GM Pharma”-სთან თანამშრომლობის სურვილი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბევრმა კომპანიამ გამოხატა, ასევე უფრო მაღალ ხარისხში ავიდა არსებულ პარტნიორებთან  თანამშრომლობაც, რაც სამომავლო დიდი მიღწევების საფუძველს  წარმოადგენს.“ - განაცხადა “GM Pharma”-ს განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა, ბატონმა ლევან ვარდუაშვილმა.






“GM Pharma” 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება.  დღეისათვის, “GM Pharma”-ს მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. “GM Pharma”-ს პორტფელი აერთიანებს 150 დასახელების მედიკამენტს გამოშვების 260 ფორმით.
“GM Pharma”-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე. 
დღეისათვის “GM Pharma” ახორციელებს 100-ზე მეტი პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში (უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, ბელარუსი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უკრაინა), ამასთან აქვს წარმომადგენლობითი ოფისები დსთ-ს 5 ქვეყანაში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, “GM Pharma” გეგმავს წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას ბელარუსში, უკრაინასა და ყაზახეთში. 2023-2024 წ.წ. იგეგმება ოპერირების დაწყება უკვე ევროკავშირის ქვეყნებში.
“GM Pharma” - ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!


(R)


თეგები:
GM Pharma



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up