„ღმერთი მოწყალეა, არ გავჩერდებით, მოვერგებით იმ რეალობას რომელიც ქვეყანაშია“

„ღმერთი მოწყალეა, არ გავჩერდებით, მოვერგებით იმ რეალობას რომელიც ქვეყანაშია“

access_time2020-04-01 10:50:03

24 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც საქარველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვანად გაამკაცრა. ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, შეზღუდვების რაოდენობა კი კიდევ უფრო გაფართოვდა.

 

კომერსანტი დაინტერესდა, როგორ აგრძელებენ მთავრობის მიერ ნებადართული სექტორები მუშაობას. რა პრობლემები შეუქმნა საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამ სამშენებლო სექტორს და ხომ არ გამოიწვევს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებას.

 

 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მუშაობა გაურკვეველი დროით შეაჩერა დეველოპერული კომპანია „ჯი დი ჯი ჯგუფმა“. როგორც  კომპანიის დამფუძნებელი დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძე  აცხადებს „ჯი დი ჯი ჯგუფს“ 4 აქტიური მშენებლობა ჰქონდა, რომელთა კონსერვაცია ბიზნესმენმა გუშინ დაიწყო.

 

„დავემორჩილეთ კანონს, ყველაფერი გავაჩერე, რა თქმა უნდა გაურკვეველი ვადით. დავიბარე ისეთი ადამიანები რომელთა ყოფნაც აუცილებელი იყო მშენებლობის ლოკალიზებისთვის, რათა დაგვეკეტა კარები და მოგვეხდინა გარკვეული კონსერვაცია.დასავლეთშიც დავრეკე, რათა მშენებლობა იქაც შეაჩერონ და მოახდინონ ობიექტის კონსერვაცია. პროცესი დაახლოებით ორი დღე გაგრძელდება. ველოდები რა მოხდება ქვეყანაში და საერთოდ მსოფლიოში. სხვა გზა არ გვაქვს, ახლა ყველაფერი გაურკვეველია“, - განმარტავს ბეჟან წაქაძე.

 


ახალ პირობებზე გადაწყობას ცდილობს შპს „გზები და კეთილმოწყობა“. კომპანიის დირექტორი ბესიკ კასრაძე აცხადებს, რომ მუშაობა დროებით შეაჩერა, რათა გაერკვიოს რა შეზღუდვები დაუწესა სახელმწიფომ:

 

„ჯერჯერობით მუშაობა შეჩერებული მაქვს, ახლა ვლაგდებით თუ როგორ გავაგრძელოთ პროცესი. მეუბნებიან რა არის საჭირო კანონის დასაცავად და ვნახოთ როგორ დავლაგდებით. გადასაადგილებლად თუ მჭირდებოდა 2  ტრანსპორტი ახლა 5 მჭირდება. ღმერთი მოწყალეა, არ გავჩერდებით, მოვერგებით იმ რეალობას რომელიც ქვეყანაშია“, - განაცხადა ბესიკ კასრაძე.

 

მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“. ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, კომპანიას არც ერთი მშენებლობა არ გაუჩერებია.

 

აბსოლუტურად ყველა კანონს და რეკომენდაციას ვიცავთ. არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. გადაადგილების თვალსაზრისით, დასაქმებულებს ჩვენივე მანქანებით ვემსახურებით და ჩვენვე გადაგვყავს, ბევრი საკუთარი ტრანსპორტით დადიოდა. 9 საათის შემდეგ ვინც გადაადგილდება იმათი სახელი და გვარები გადავეცით და საშვები დაგვიმზადდება“- განმარტავენ კომპანიაში.

 

საკითხზე საუბარი ჯერჯერობით უჭირს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილდ. მისი თქმით, ახლა მთავრია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდეს. კომპანია „არსის“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს იმასაც რომ ახლა იყიდება ის ბინები, რომელიც მომხმარებლებმა კარანტინის გამოცხადებამდე შეარჩია, უახლოეს მომავალში კი სამშენებლო სექტორში გაყიდვები გარკვეული პერიოდით შეჩერდება.

 

„კონკრეტულ პრობლემებს, რომელიც კარანტინის გამოცხადებას მოჰყვება, რამდენიმე დღეში ვნახავთ. არის ბრიგადები, რომლებიც ობიექტზე თვითონ მოდიან, თუმცა არის კატეგორია რომელიც თბილისთან ახლოს ცხოვრობს და ისინი ალბათ ვეღარ ივლიან. სიტუაციის მიხედვით რაღაც კორექტირებებს მოვახდენთ. ახლა მთავარია შესრულდეს ის რაც ითქვა, პირველი არის ეს, მეორე არის მშენებლობა.  იმ შემთხვევაში თუ ეს ორი ერთად შეთავსდება მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

 

 

ბაჩო ადამია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up