GMP სტანდარტს მხოლოდ 2 ფარმაცევტული საწარმო აკმაყოფილებს

GMP სტანდარტს მხოლოდ 2 ფარმაცევტული საწარმო აკმაყოფილებს

access_time2022-12-12 23:30:10

ინსპექტირების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ჯერ-ჯერობით ქვეყანაში მხოლოდ 2 ფარმაცევტული საწარმოა ისეთი, რომელიც კარგ საწარმოო პრაქტიკას, ანუ GMP სტანდარტს აკმაყოფილებს. სტანდარტის ვერ დაკმაყოფილების გამო, საქმიანობა შეჩერებული აქვს 38 საწარმოს.

 

ფარმაცევტთა ასოციაციაში ელიან, რომ 3 ან 4 ქართული საწარმო ახალი წლიდან შეძლებს GMP-ის ლიცენზიის აღებას.

 

GMP/GDP საკითხების ექსპერტი ბიზნეს ფორმულას უყვება, რომ რეფორმა ბიზნესისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა, თუმცა პირველი ეტაპი გადალახულია. მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა ორგანომ თავიდანვე არ გადადგა საწარმოებთან სამუშაოდ ქმედითი ნაბიჯები, რაც იმაშიც გამოიხატებოდა, რომ კომპანიებთან არ ჰქონდათ აქტიური კომუნიკაცია.

 

ბიზნესისთვის ეს საკმაოდ შემაფერხებელი პროცესია საწარმოო საქმიანობისთვის, საჭიროა გადაიარაღება, თანამშრომლების გადამზადება, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების ჩართვა, საკმაოდ დიდი რესურსებია ამისთვის საჭირო, თანაც ეს იმ ფონზე რომ მათ ეზღუდებათ საქმიანობა და ახალი პროდუქციის წარმოებას ვეღარ შეძლებენ, ეს დამაზიანებელია როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის და ადგილობრივი ბაზრისთვის,- აცხადებს ეკა კოპლატაძე, GMP/GDP საკითხებში ტრენერი, კონსულტანტი.

 


სექტორში ფიქრობენ, რომ არ არის გამორიცხული გარკვეული მედიკამენტების მიწოდების უწყვეტობის საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში, რადგან 50-მდე საწარმო ახალ პროდუქციას უბრალოდ ვეღარ შექმნის, რაც სერიოზულ გამოწვევად შესაძლოა იქცეს ქართული ბაზრისთვის.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ GMP სტანდარტი მოიცავს ისეთი საკითხების მოწესრიგებას, როგორიცაა საწარმოს ინფრასტრუქტურის განახლება, ფართის გადაკეთება, სავენტილაციო სისტემის განახლება, კომუნიკაციის სისტემების გამოცვლა. ეს კი საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ამას ემატება თანამშრომლების გადამზადება, დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა.

 

ცნობისთვის, GMP ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკა არის მედიკამენტების წარმოებისთვის მოსამზადებელი დამცავი ღონისძიებების სერია, რომელიც პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე და ნიშნავს იმას, რომ მედიკამენტის წარმოების პროცესში დაცული იყოს ყოველ ეტაპზე პროდუქციის შექმნის სტანდარტები. სწორედ ეს სტანდარტი აკონტროლებს წარმოების ადგილს, გარემოს, პერსონალს და ნედლეულის ხარისხს.

 

 

 

businessformula






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up