Goldman Sachs: 2023 წელს ნავთობის ფასი 105 დოლარს მიაღწევს

Goldman Sachs: 2023 წელს ნავთობის ფასი 105 დოლარს მიაღწევს

access_time2023-01-12 21:00:05

საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის თანახმად, 2023 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შედეგად ფასებიც მოიმატებს და 100 აშშ დოლარსაც გადააჭარბებს - ამის შესახებ ინფორმაციას businessinsider ავრცელებს, მათივე ცნობით  მეოთხე კვარტალში Brent ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება 105 დოლარსაც მიაღწევს. 




აშშ - ის საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, რომ 2023 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა  დღეში 2,7 მილიონი ბარელით გაიზრდება და წლის მეორე  ნახევარძი  ბაზარზე დეფიციტი გაჩნდება. 



ორშაბათს  ნავთობის  ფასი 4% - ით მას  შემდეგ გაიზარდა რაც შაბათ- კვირას  ჩინეთმა საზღვრები გახსნა. 



2023 წლის პირველი ნახევრის საიმპორტო კვოტების მიხედვით, ჩინეთი 132 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტს გეგმავს, რაც 20%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია მსოფლიოში, ქვეყანაში ნავთობზე მოთხოვნის ზრდას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გლობალურ ენერგეტიკულ ბირჟაზე. მისი ეკონომიკის აღდგენა საწვავის მოხმარებას ზრდის, რაც ნავთობის ფასებზეც აისახება.



ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასებმა მკვეთრად მოიმატა, Brent-ის ღირებულება 6%-ით, 83.8 დოლარამდეა გაზრდილი, WTI კი 5.8%-ითაა გაძვირებული და 78.5 დოლარი ღირს.



მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდის ფონზე, Goldam Sachs-ის თანახმად, OPEC+ მზად იქნება შეცვალოს წარმოების შემცირების გადაწყვეტილება, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მიიღო. თუმცა, თუ მოთხოვნა ნავარაუდევზე ნაკლები იქნება, ნავთობის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა კავშირმა, შესაძლოა, წარმოება პირიქით შეამციროს.





ბანკის ანალიტიკოსების თანახმად, 2023 წელს ყველაზე კარგი წელი აქტივებიდან საქონლებისთვის ჯგუფისთვის იქნება. 2023 წლის პირველი კვარტალი, შესაძლოა, უფრო დამთრგუნველი იყოს, თუმცა წლის დანარჩენ პერიოდში ინვესტიციების დაბალი დონე ნავთობის, გაზისა და ძირითადი მეტალების სექტორში საფუძველს ჩაუყრის ახალ „სუპერციკლს“ სასაქონლო ბაზარზე.



თეგები:
Goldman Sachs:



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up