გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა

გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა

access_time2022-06-12 11:30:50

გოლფის ამერიკელი მოთამაშე ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა – ის ისტორიაში მესამე სპორტსმენია, ვინც ამერიკული Forbes-ის მიერ შექმნილ პრესტიჟულ სიაში მოხვდა. ტაიგერ ვუდსის გარდა, მილიარდერი სპორტსმენების სიაში ამერიკელი კალათბურთელები, ლებრონ ჯეიმსი და მაიკლ ჯორდანი არიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტაიგერ ვუდსის სიმდიდრის მთავარი წყარო სპორტი სულაც არ არის – პროფესიული კარიერით, გოლფის მოთამაშემ თავისი კაპიტალის მხოლოდ 10% გამოიმუშავა. ტაიგერ ვუდსის მიერ დაგროვილი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის Gatorade-თან, Monster Energy-სთან, TayrolMade-თან, Rolex-თან და Nike-თან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მოდის – ეს უკანასკნელი, მაგალითად, უკვე 26 წელია, რაც გოლფის მოთამაშეს ასპონსორებს.

ამ ყველაფერთან ერთად, ტაიგერ ვუდსი წარმატებული საქმოსანიცაა – მის სახელს უკავშირდება გოლფის მოედნების კეთილმოწყობის კომპანია TGR Design-ი, ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანია TGR Live-ი და რესტორანი, The Woods-ი.  გარდა ამისა, ტაიგერ ვუდსი წილებს ფლობს გოლფის სასწავლო დანადგარების მწარმოებელ Full Swing-ში, სასტუმროებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ Heard-სა და მინი-გოლფის რამდენიმე მოედნის ოპერატორ PopStroke-ში.

ტაიგერ ვუდსის სახელს უკავშირდება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული კომპანია NEXUS Luxury Collection-იც, რომლის მეწილეები მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი, გოლფის მოთამაშე ერნი ელსი და ბრიტანელი მილიარდერი, ჯო ლუისი არიან.


საინტერესოა, რომ მილიარდერად გახდომაში ტაიგერ ვუდსს ხელი არც საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის მიერ ჩატარებულ შეჯიბრში, LIV Golf-ში უარის თქმამ შეუშალა. თავის დროზე იწერებოდა, რომ ამ ტურნირში მონაწილეობისთვის, საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი გოლფის ამერიკელ მოთამაშეს ცხრანიშნა ანაზღაურებას სთავაზობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ გასულ წელს ტაიგერ ვუდსმა $68 მილიონი გამოიმუშავა და 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი  სპორტსმენების სიაში მე-14 ადგილი დაიკავა – ყველაფერი ეს იმის ფონზე, რომ ვუდსი მინდორზე არ გამოჩენილა, რადგან მძიმე ავარიის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ თავის დროზე, 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში, ტაიგერ ვუდსი მსოფლიოს ყველაზე ანაზღაურებადი სპორტსმენის ტიტულს ათი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

წყარო: forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up