გომბორის უღელტეხილზე გვირაბი აღარ აშენდება

გომბორის უღელტეხილზე გვირაბი აღარ აშენდება

access_time2021-12-21 12:00:31

თელავი-თბილისის დამაკავშირებელ გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა, როგორც „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამჟამად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის კმ33-კმ59 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

 


თელავიდან თბილისში საავტომობილო გზით მოხვედრა 2 მარშრუტითაა შესაძლებელი, გურჯაანზე გამავალით, რომელიც 150 კმ-ზე მეტია და გომბორზე გადასვლით, სადაც მანძილი 95 კმ-მდე მოკლდება. მანძილებს შორის სხვაობას ისიც ემატება, რომ გურჯაანიდან თელავამდე ვიწრო გზის უმეტესი ნაწილი სოფლებზე გადის, რის გამოც გადაადგილების დრო კიდევ უფრო იზრდება. თავის მხრივ, გომბორის მინუსი ხშირი მოსახვევებია, რის გამოც დიდი ავტობუსებისა და ტრაილერების მძღოლები ისევ გურჯაანზე გამავალ მარშრუტს ირჩევენ, კიდევ ერთი პრობლემა ზამთარში უხვი ნალექია, გომბორზე გვირაბის მშენებლობაც სწორედ ამ მიზეზით განიხილებოდა.

 


2017 წლის მაისში კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა განიხილებოდა. იმ პერიოდში, კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მთავრობა ტურისტული მიზნებისთვის კახეთში რკინიგზის აღდგენისა და აეროპორტის გახსნის დაპირებასაც იძლეოდა. ძველი პროექტებიდან მხოლოდ ავტობანი შემორჩა, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა.


 


გომბორზე გვირაბის გაჭრის იდეა 2017 წელს არ გაჩენილა. 2012 წლის მარტში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გვირაბის მშენებლობა 2015 წელს დაიწყებოდა და 2017 წელს დასრულდებოდა. მისივე თქმით ისარივით სწორი გზის შედეგად თბილისიდან თელავამდე გადაადგილების დრო 40 წთ-მდე შემცირდებოდა.

 


თავად გომბორის გზაც წინა ხელისუფლების დროს, 2010 წლის ოქტომბერში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ძველი გზის რეაბილიტაცია 43 მლნ ლარი დაჯდა.

 


ამჟამად კახეთის მიმართულებით მსხვილი პროექტებიდან მხოლოდ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის მშენებლობა იგეგმება. გზა ოთხზოლიანი იქნება და მასზე 650 მლნ ლარი დაიხარჯება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up