გომელაურმა გამოსავლის ძიების მაგივრად გადაწყვიტა, რომ პარაგლაიდინგი შეწყვიტოს საქართველოში - მარიამ ბაბუნაშვილი

გომელაურმა გამოსავლის ძიების მაგივრად გადაწყვიტა, რომ პარაგლაიდინგი შეწყვიტოს საქართველოში - მარიამ ბაბუნაშვილი

access_time2022-07-30 10:00:56

არ მივცეთ სახელმწიფოს უფლებას ჯოხი გადატეხოს პილოტზე, რომელიც მართავდა ვერტმფრენს და პილოტებზე, რომლებიც დაფრინავენ პარაპლანით, - ასე გამოეხმაურა პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტი მარიამ ბაბუნაშვილი შს მინისტრის განცხადებას, რომ „არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები“.


ბაბუნაშვილის აცხადებს, რომ შს მინისტრმა იცრუა და ასეთი ფაქტები ხშირად არ ხდება. 


„მინდა გამოვეხმაურო გომელაურის განცხადებას და ვთქვა, რომ არის სრული სიცრუე რაც თქვა, რომ ასეთი შემთხვევები ხდება ხშირად. მინდა აღვნიშნო, რომ პარაგლაიდინგი საკმაოდ სახიფათო სპორტია და ყველა მგზავრი, რომელიც გუდაურში დაფრინავს აწერს ხელს, რომ ის იაზარებს ამ რისკებს. თუმცა 100%-ით დაზღვეული არავინ არ არის და ასეთი შემთხვევები ხშირად არ ხდება. არ მივცეთ სახელმწიფოს უფლებას ჯოხი გადატეხოს პილოტზე, რომელიც მართავდა ვერტმფრენს და პილოტებზე, რომლებიც დაფრინავენ პარაპლანით. ამ ყველაფერში აქ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს, რადგანაც სახელმწიფოს არ ყავს არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი. ფაქტობრივად სასიკვდილოდ გამოუშვეს გმირი ადამიანები მი-8 ტიპის ვერტმფრენით", აცხადებს პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.


მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში სამაშველო ოპერაციაში მი-8 ტიპის ვერტმფრენის ჩართვა არ შეიძლებოდა და იყო დიდი შეცდომა.


„ყველამ ვიცით, რომ პილოტი იყო საკმაოდ გამოცდილი, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ვერტმფრენის შესაძლებლობებზე, ვინც ავიაციაში ვერკვევით ყველამ ვიცით, რომ მი-8 ტიპის ვერტმფრენი არ არის სამხედრო არამანევრული ვერტმფრენი, რომლის დაშვება ასეთ პატარა მანძილზე არაფრით არ შეიძლება. მი-8 ტიპის იქ დაშვება იყო ძალიან დიდი შეცდომა და ამას საკუთარი თვალით ვუყურებდი. ვხედავდი, რომ პილოტი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა მისულიყო თუ არა იქ. მათი ოჯახის წევრებს მინდა უთხრა, რომ მათი სახით ჰყავთ გმირები, რადგანაც იცოდნენ რა რისკზე მიდიოდნენ, იცოდნენ რომ ამ ვერტმფრენით იქ შესვლა შესაძლოა ფატალურად დასრულებულიყო და მაინც გარისკეს, საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე“, - აცხადებს ბაბუნაშვილი.


პარაგლაიდინგის ფედერაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დღეს სამთო კურორტები ტურისტებითაა სავსე, მაგრამ ქვეყანას არ აქვს არანაირი სამაშველო აღჭურვილობა, არ ყავს სამაშველო ვერტმფრენი.



“სამთო კურორტები არის მიგდებული“, - აცხადებს ბაბუნაშვილი.


მისი თქმით, დღეს ის მაშველები, რომლებიც ხევიდან პილოტის ამოყვანის სამაშველო სამუშაოებში იღებდნენ მონაწილეობას, იყვნენ საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე.


შემთხვევა მოხდა დღის განმავლობაში და სახელმწიფომ საათების განმავლობაში ვერაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამოეყვანა ეს ადამიანები. ბატონმა გომელაურმა გამოსავლის ძიების მაგივრად გადაწყვიტა, რომ პარაგლაიდინგი შეწყვიტოს საქართველოში. ჩვენ წლებია ვეხვეწებით სახელმწიფოს მოენიჭებიათ ლეგიტიმაცია და მოეცათ უფლება, რომ გაგვეკონტროლებინა ფრენები, იყო თუ არა ლიცენზირებული პილოტი, იყო თუ არა აღჭურვილობა შესაბამისი. დიდი ხანია სახელმწიფოსთან მივდივართ, მაგრამ რეაგირება არის ნული“, - განაცხადა პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტმა.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვიდრე გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაფერს არ შეისწავლიან, პარაპლანით ფრენები აიკრძალება.


მისივე თქმით, პარაპლანით ფრენებზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს.


„რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად, გიდასტურებთ. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები. ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არ ვიცი, აქ რატომ ხდება ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა – ყველაფერი საინტერესოა და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. ვიდრე ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ, გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, ვინც ნამდვილად პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება ფრენა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე რვა პირი იმყოფებოდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up