ამერიკული კომპანია Google-ი 10 000 თანამშრომლის, ანუ დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 6%-ის, გათავისუფლებას გეგმავს, ამის შესახებ The Information-ი წერს.
პერსონალის მასშტაბურ შემცირებას მანამდე ბევრი სხვა IT გიგანტი აცხადებდა. მათ შორის Meta, HP Inc. და Cisco Systems Inc.
Google-ის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.
Google-მა, ისევე როგორც სექტორის სხვა კომპანიებმა, კორონავირუსული პანდემიის დროს, მათ სერვისებზე მოთხოვნის მკვეთრი მატების ფონზე, დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდეს, რამაც საოპერაციო ხარჯების ზრდა გამოიწვია.
„გათავისუფლებები ახალი დაწყებულია. ეს პროცესი გაგრძელდება და ბევრ მცირე და მსხვილ კომპანიას შეეხება,“ განაცხადა ცნობილმა IT მეწარმემ და C3.ai Inc.-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას სიბელმა.
ოთხშაბათს ალფაბეტის აქციები 1,45%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია მესამედით, $1.26 ტრილიონამდე შემცირდა, მაშინ როცა S&P 500 ინდექსმა ამ პერიოდში 15.5% დაკარგა.