Google-მა რუსეთიდან ჩამოსულ მომხმარებლებს და დეველოპერებს აუკრძალა ფასიანი აპლიკაციების ჩამოტვირთვა და განახლება Google Play-ზე, იუწყება ინტერფაქსი.
„სანქციების შესასრულებლად ჩვენი მუშაობის შესაბამისად, Google Play დაბლოკავს ფასიანი აპლიკაციების ჩამოტვირთვებსა და განახლებებს რუსეთში 5 მაისიდან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ დეველოპერებს შეუძლიათ Google Play-ზე ახალი უფასო აპლიკაციების განთავსება, ასევე არსებულის განახლება. თუმცა, კომპანიის მიერ სანქციების დაცვის გამო ფასიანის განთავსება აღარ იქნება შესაძლებელი.
Haqqin.az