Google-მა ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ვერსია Bard შექმნა, რომელსაც შეკითხვებისთვის ადამიანის მსგავსი პასუხების გაცემა შეუძლია.
პირველ ეტაპზე Bard ხელმისაწვდომი შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლისთვის იქნება. მისი გამოყენება მხოლოდ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ინგლისურ ენაზე იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ იგეგმება მისი შესაძლებლობისა და მასშტაბების გაფართოება.
Bard-ის მსგავს ტექნოლოგიაზე Google-ი 2015 წლიდან მუშაობს, თუმცა ცდომილებების გამო კომპანია მისი გასაჯაროებისგან ამ დრომდე თავს იკავებდა. Google-ში აღიარებენ, რომ მცდარი ინფორმაციის გენერირების პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არაა, თუმცა ამაზე მუშაობას და მის დახვეწას განაგრძობენ.