Google Play Store-მა 2019 წელს $11.2 მილიარდი შემოსავალი მიიღო

Google Play Store-მა 2019 წელს $11.2 მილიარდი შემოსავალი მიიღო

access_time2021-09-01 19:24:00

Alphabet Inc–ის Google–მა 2019 წელს მობილური აპლიკაციების მარკეტფლეისიდან $11.2 მილიარდი შემოსავალი მიიღო. ეს ინფორმაცია შაბათს სასამართლოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Google–ის ფინანსური შედეგები საჯარო გახდა.


იუტას და აშშ–ის სხვა 36 შტატის გენერალურმა პროკურორებმა, რომლებიც Google Play Store–ს ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის გამო ედავებოდნენ, განაცხადეს, რომ 2019 წელს Google Play-ის მთლიანი მოგება $8.5 მილიარდი იყო, ხოლო საოპერაციო მოგება $7 მილიარდს უტოლდებოდა, შესაბამისად საოპერაციო სალდო საკმაოდ მაღალი – 62% იყო.


შემოსავალი მოიცავს აპლიკაციების გაყიდვას, შესყიდვებს და რეკლამებს. Google-მა როიტერს განუცხადა, რომ მონაცემები სასამართლოს მიერ მათი ბიზნესის არასწორი დახასიათებისათვის გამოიყენება.


ბრალმდებლებმა ასევე განაცხადეს, რომ 2022 წლის ბოლოს შესაძლოა ცალკე სასამართლო პროცესი გაიმართოს იმის შესახებ, ბოროტად იყენებს თუ არა Google–ი მონოპოლიას Android მოწყობილობებისთვის.



გენერალური პროკურორები, ასევე მობილური აპლიკაციების შემქმნელები ცალკე უჩივიან Google-ს. ისინი ამტკიცებენ, რომ Google–ი უზარმაზარ მოგებას გამოიმუშავებს Play Store–ით, აპლიკაციის შიგნით გაყიდული თითოეული ციფრული საქონლის საფასურის 30%-ის აღებით. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ Google-ის მომსახურების საფასური თვითნებურად მაღალია და ამცირებს აპლიკაციის დეველოპერების მოგებას.


Google ამტკიცებს, რომ Google Play Store–ის და გადახდის სისტემების ალტერნატივები არსებობს, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს საშუალებები თითქმის გამოუყენებელია და უმეტესად იბლოკებოდა კიდეც.


მოსარჩელეები აცხადებენ, რომ Google- ა ანტიკონკურენტული გარიგებების წყალობით გაზარდა სარგებელი და შეზღუდვები დაუწესა მთავარ დეველოპერებს, როგორიცაა „Legends League“ შემქმნელი Riot Games.


Epic Games–ის მიერ მიმდინარე თვეში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Google–ს, შიდა დოკუმენტების თანახმად, ეშინია წლიურად $1.1 მილიარდის დაკარგვის Play Store–დან, თუ შესაძლებელი გახდება მისი გვერდის ავლით აპლიკაციების განთავსება და გაყიდვა.



forbes.ge



თეგები:
Google Play Store-



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up