Google-ს ხელმძღვანელი: უკრაინა საინფორმაციო ომის

Google-ს ხელმძღვანელი: უკრაინა საინფორმაციო ომის "ჯადოსნური სარკეა"

access_time2022-06-23 23:44:51

სამშაბათს, „გუგლის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გაეროს უშიშროების საბჭო გააფრთხილა, რომ კიბერ-თავდასხმები, დეზინფორმაცია და საინფორმაციო ომის სხვა ფორმები, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მომავლის იმ პრობლემების წინასწარ მაჩვენებელი „ბროლის ბურთია“ [ჯადოსნური სარკეა], რომლებიც სხვაგანაც გაჩნდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

„სახელმწიფოებმა უნდა მოძებნონ გზა იმისთვის, რომ დაძაბულობა შეამცირონ და კიბერ-სფეროში რაიმე სახის შემაკავებელ დოქტრინაზე შეთანხმდნენ“, თქვა ჯარედ კოენმა საბჭოს სხდომაზე, რომელიც სიძულვილის ენას და უკრაინაში საშინელებების წაქეზებას და ჩადენას ეხებოდა.

მან თქვა, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს ექსპერტული ცოდნა სჭირდება, თუმცა ამის გამოსასწორებლად „ჯადოსნური ალგორითმი ან ერთი საშველი არ არსებობს“, და გადაწყვეტის მოძებნას ბევრი ექსპერიმენტი დასჭირდება.

კოენი ხელმძღვანელობს „ჯიგსო“-ს (Jigsaw), “გუგლის განყოფილებას, რომელიც ონლაინ დეზინფორმაციასთან, ცენზურასთან და ექსტრემიზმთან საბრძოლველი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს.

მან თქვა, რომ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინა მაღალტექნოლოგიური კიბერ-თავდასხმების „არაპროპორციული სამიზნე იყო“...ეს ჩვენთვის ძირითადად „ბროლის ბურთია“ [ჯადოსნური სარკეა] იმის დასანახად, თუ სავარაუდოდ რას უნდა ველოდეთ.“


დასავლეთის სახელმწიფოებმა უშიშროების საბჭოში რუსეთს ბრალი დასდეს პროპაგანდისტულ კამპანიაში, დეზინფორმაციაში და სიძულვილში, რომელიც უკრაინის ძირგამოსათხრელად იყო მიმართული.

„სიძულვილის ენაც შეიძლება ომის დანაშაული იყოს“, თქვა გაეროში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯეიმს კარიუკიმ.

რუსეთის ელჩმა ვასილი ნებეზნიამ ისევ გაიმეორა თავისი ქვეყნის შემხვედრი ბრალდებები, რომ დასავლეთის მხრიდან წახალისებულმა უკრაინის ხელისუფალთა რიტორიკამ, მოქალაქეები რუსეთის და ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოწამლა.


თეგები:
Google



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up