გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი პუტინის ნიურნბერგის ტიბუნალის სტილში გასამართლებას მხარს უჭერენ

გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი პუტინის ნიურნბერგის ტიბუნალის სტილში გასამართლებას მხარს უჭერენ

access_time2022-03-19 22:11:56

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრები გორდონ ბრაუნი და სერ ჯონ მეიჯორი მათ შორის არიან, ვინც ითხოვს ახალი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც ვლადიმერ პუტინის და უკრაინაში შეჭრაში დამნაშავე პირების საქმეებს გამოიძიებს.  - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. 


გამოცემის ცნობით ისინი შეუერთდნენ კამპანიას - სამართლის, აკადემიისა და პოლიტიკის წამყვან ფიგურებთან ერთად, რომლის მიზანი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის პრეზიდენტის და სხვების გასამართლებაა.


ვებსაიტით და 2 მილიონი პეტიციის ხელმოწერით დაწყებული კამპანია, რომელსაც მთელს მსოფლიოში მხარი უკვე  740 000-მა ადამიანმა დაუჭირა, ნიურნბერგის სასამართლო პროცესის მოდელით შექმნილი სპეციალური ტრიბუნალის საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.


“ნაცისტური ომის დამნაშავეების სასამართლო პროცესიდან რვა ათწლეულის შემდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმის უზრუნველყოფა, რომ დადგეს „პუტინისთვის ანგარიშსწორების დღე“ - თქვა ბრაუნმა.


ინიციატივას უკვე ჰყავს 140-ზე მეტი ხელმომწერი, მათ შორის არიან  ორივე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება; საერთაშორისო სამართლის პროფესორი Philippe Sands QC; ბენჟამინ ფერენცი, ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის ყოფილი პროკურორი; ჰელენა კენედი  და სერ ნიკოლას ბრატცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი.



ამ კვირაში, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა რუსული ძალები ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში განხორციელებულ სისასტიკეში დაადანაშაულეს, მათ შორისაა საჰაერო თავდასხმა თეატრზე, სადაც ასობით დევნილი აფარებდა თავს და დარტყმა საცურაო აუზზე, სადაც ორსული ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ შეკრებილები.  რუსულ ძალებს ასევე ადანაშაულებენ ქალაქიდან გაქცეული მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანების კოლონის დაბომბვაში.


ბრაუნმა აღნიშნა, რომ მარიუპლი სავსეა უდანაშაული ადამიანების ცხედრებით, იქ არიან ბავშვები, მშობლები და მათ არ მკურნალობენ.


“ეს არის საერთაშორისო დანაშაული და არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის აგრესიის დანაშაულიც“. - აღნიშნა ბრუნმა.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალები ცხელ წერტილებში  ჰუმანიტარული დახმარების ბლოკირებაში დაადანაშაულა.


„მათ აქვთ მკაცრი ბრძანება, გააკეთონ ყველაფერი, რათა უკრაინის ქალაქებში ჰუმანიტარული კატასტროფა მოხდეს, იმ მიზნით რომ უკრაინელებმა ოკუპანტებთან ითანამშრომლონ“, - თქვა მან და დასძინა:  რომ „ეს არის ომის დანაშაული“.


თუმცა, პუტინმა ასევე დაადანაშაულა კიევი ომის დანაშაულებში, პარასკევს 18 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრისას და თქვა, რომ მოსკოვი „ყველაფერს აკეთებს“ მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up