გორის მიტროპოლიტმა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიას მხარდაჭერა გამოუცხადა

გორის მიტროპოლიტმა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიას მხარდაჭერა გამოუცხადა

access_time2023-04-03 13:00:11

წმინდა სინოდის წევრმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადება რუსეთის საპატრიარქომ გამოაქვეყნა.

 

„ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო და ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენდა სამწუხაროდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალმილიონიანი სამწყსოს მდგომარეობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განსაცდელების სიმძიმით მძიმდება. ბევრი მორწმუნე ავლებს პარალელს ბოლშევიკურ დროს ეკლესიის დევნასთან“

 

მიტროპოლიტმა ანდრიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიმდინარე ძალისმიერი ზემოქმედება მიუღებელია როგორც სულიერი, ასევე სამოქალაქო კანონების მიხედვით“.

 

ვლოცულობთ ღვთის წყალობისა და უსწრაფესი მშვიდობისთვის თქვენი ქრისტესმოყვარე სამშობლოსთვის , ეკლესიისა და ხალხის ერთიანობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სულისა და სხეულის განმტკიცებისთვის, მათ წინამძღვრებთან – უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრესთან, სინოდის წევრებთან, თანამოძმეებთან და მორწმუნეებთან ერთად. - აღნიშნულია წერილში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს მტკიცებით,  მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გაავრცელა.

 

2023 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოიძია თითქმის 60 სისხლის სამართლის საქმე მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირების წინააღმდეგ, 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი საფუძვლიანად შემოწმდა. სასამართლომ 7 გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.


 

გასული წლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც, კერძოდ, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.

 

ნოემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  არაერთ მონასტერში, მათ შორის კიევ-პეჩერის ლავრაში ჩაატარა „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და აღსაკვეთად.

 

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УПЦ) მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა 2022 წლის მაისში გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ УПЦ რჩება რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად. УПЦ-ს უთანხმოება აქვს უკრაინის მეორე მართლმადიდებელ ეკლესიასთან (ПЦУ), რომლის ავტოკეფალია 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.


25 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მხარდამჭერი წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ჩაერთოს იმ დაძაბულობის განმუხტვაში, რომელიც უკრაინაში რუსული ეკლესიისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევის შემდეგ წარმოიქმნა.


 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up