გორის მუნიციპალიტეტის მერია დასასვენებელ სივრცეებში სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას გეგმავს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინიციატივის მიზანი აღნიშნულ სივრცეებში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაა.
„უწყებამ უკვე გამოაცხადა ტენდერი შესაბამისი ტექნიკური საშუალებების შესაძენად. შესყიდვის პირობების მიხედვით, განხორციელდება 83 ერთეული კამერის შეძენა. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 140 945 ლარია.
გარდა მოწოდებისა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია პასუხისმგებელი იქნება ვიდეო კამერების მონტაჟსა და ერთი წლის განმავლობაში მათ მოვლა-პატრონობაზე”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.