გრანთ თორნთონ საქართველოს ვიცე მმართველი პარტნიორის (Deputy Managing Partner) პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა

გრანთ თორნთონ საქართველოს ვიცე მმართველი პარტნიორის (Deputy Managing Partner) პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა

access_time2022-01-10 13:55:42

გრანთ თორნთონ საქართველოს ვიცე-მმართველი პარტნიორის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა 2022 წლის იანვრიდან და მისი პასუხისმგებლობის სფეროები, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებასთან ერთად მოიცავს კომპანიის ბიზნესის განვითარების, კომერციული აქტივობის, მარკეტინგის და კომუნიკაციის მიმართულებებს.



გრანთ თორნთონი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული ფირმების ქსელია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებს უწევს. კომპანია გრანთ თორნთონი საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ქსელში შემავალი კომპანები 1999 წლიდან მუშაობდნენ სხვადასხვა პროექტებზე.



პაატა, გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის დეპარტამენტს 2016 წლიდან ხელმძღვანელის და მენეჯერის პოზიციაზე შეურთდა, 2019 წლიდან კი არის ასევე კომპანიის პარტნიორი.  პაატას მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში.  აღნიშნული მიმართულებით ის ჩართული იყო მსხვილმასშტაბიან გლობალურ პროექტებში ევროპის და აზიის ქვეყნებში. პაატას დიდი წვლილი აქვს შეტანილი განყოფილების და ზოგადად, ჩვენი კომპანიის განვითარებაში. 


 

პაატა არის დოქტორანტი და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა დიდ ბრიტანეთში, კარდიფის უნივერსიტეტში; იგი ასევე არის ასოცირებული პროფესორი რამოდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, სადაც კითხულობს ლექციებს.


 


„მე მჯერა, ამ მიმართულებით ჩემი ჩართულობა გააძლიერებს გრანთ თორნთონის პოზიციონირებას ბაზარზე და  ჩვენი ინკლუზიური მმართველობის მიდგომით შევეცდებით განსაკუთრებული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენ დამკვეთებს კიდევ უფრო გაუმჯობესებული და დახვეწლი სერვისების მიწოდებით“- აღნიშნავს ბატონი პაატა.

ვახტანგ ცაბაძე,  გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს: ”ვულოცავ პაატას ახალ პოზიციას.  წლების განმავლობაში ჩვენ მხარდამხარ ვშრომობთ კომპანიისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს გააძლიერებს ჩვენს მმართველ გუნდს და დარწმუნებული ვარ ერთობლივად შევძლებთ გრანთ თორნთონი კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ და უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“.



გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის ქსელში შემავალმა კომპანიებმა, 2021 ფინანსურ წელს (2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) გლობალურად რეკორდული შემოსავალი - 6,6 მილიარდი აშშ დოლარი დააფიქსირეს. აღნიშნული მაჩვენებელი 14,3%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. გლობალური შედეგების  პარალელურად, 2021 წელი გრანთ თორნთონ საქართველოსთვისაც წარმატებული იყო როგორც შემოსავლების, ასევე ახალი პროექტების თვალსაზრისით. პანდემიის მიუხედავად, საქართველოში კომპანიას  2021 წელს შემოსავლების ზრდა ქონდა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა  30%-ით გაიზარდა. არსებული ცვლილებების გათვალისწინებით 2022 წელს კომპანია კიდევ უფრო კარგ შედეგებს და მნიშვნელოვან ზრდას ელოდება.

 

 

 

 გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 58,000-მდე თანამშრომელი, 138-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.

 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up